ფორმულას ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
ფორმულას ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს. მასალა განახლებადია
“დე ლაურენტისი დიქტატორია” – პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა
calciomercato იტყობინება, რომ რადგან 29 წლის ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი არ გააგრძელა და ზაფხულში “ინტერში” უფასოდ გადავა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა. დე ლაურენტისი დღეს გუნდს ბაზაზე ეწვია და ნახევარი საათი მწვრთნელს, ვალტერ მაცარის, და ფეხბურთელებს ესაუბრა. მან თქვა, რომ ვინც წასვლას აპირებს, არ ათამაშებს და შანსს ახალწვეულებს – დენდონკერს, […]
ტროპიკული ციკლონია ავსტრალიაში – ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ციკლონი ავსტრალიაში – ქუინსლენდის შტატში ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დამანგრეველი ტროპიკული ციკლონი “კირილი” ტერიტორიას ღამით დაეცა. გამოიწვია დამანგრეველი ქარი და ძლიერი წვიმები. ქვეყნის სინოპტიკოსების თქმით, ციკლონი კვლავ საფრთხეს ქმნის და ზოგიერთ შტატის ნაწილში, მოსალოდნელია წყალდიდობა.
2023 წელი 32%-იანი ზრდით დავხურეთ – “ჰერბია”
მწვანილისა და ბოსტნეულის დაფასოებული სახით მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2023 წელს აჯამებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, გასული წელი „ჰერბიასთვის“ იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კომპანიაში მოლოდინი ჰქონდათ. „ჰერბიას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, გასული წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულეს. ეს ეხებოდა, როგორც გაყიდვებს, ასევე წარმოების მიმართულებას. როგორც ზურაბ ჯანელიძე განმარტავს, კომპანია სრულ საწარმოო ჯაჭვს აერთიანებს, მისი სიმძლავრე კი […]
რომელ ქუჩებს, შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება
დღეს, 26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის […]
დონაცია $1 000-იდან, სუროგაცია $20 000-იდან – საშუალოდ რა ღირს საქართველოში შვილის გაჩენაში სხვისი დახმარება
საქართველოში სუროგაცია და დონაცია კვლავ ფასიან სამედიცინო მომსახურებად რჩება. გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, კომერციული სუროგაციისა და დონაციის აკრძალვას შეეხებოდა. მთავრობის ინიციატივით, საქართველოში ბიოლოგიური მასალის დონაცია და სუროგაცია უსასყიდლო უნდა გამხდარიყო, თუმცა პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი არ განუხილავს. კანონით ასევე უნდა აკრძალულიყო დონაციითა და სუროგაციის მომსახურებით […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ბურიანი, უფურეთი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კლინიკის დემონტაჟს კვლავ ეწინააღმდეგება – თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დღესაც შეხვდებიან
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. პერსონალი კლინიკის დემონტაჟს ეწინააღმდეგება. თანამშრომლები უწყების ხელმძღვანელ პირებს დღესაც შეხვდებიან. სამინისტროს ინიციატივით, 50 ექიმი უკვე განაწილებულია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში, პარალელურად დაიწყო თანამშრომლებისთვის კომპენსაციების შეთავაზებაც. თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, 4 თვის […]
30 დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი – ნიგერიაში თავდასხმების სერიები გრძელდება
ნიგერიაში განხორციელებული თავდასხმების სერიების შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა. აღნიშნულის გამო, შტატში ამოქმედებულია კომენდანტის საათი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვებს, მოქალაქეები არ ემორჩილებიან. ცნობისთვის, ცენტრალურ ნიგერიაში ფერმერ-მესაქონლეთა თავდასხმები და საზოგადოებრივი კონფლიქტები, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ფაქტორის გამო ხშირია.
კიდევ ერთი შანსი აქვთ, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებასთან” ერთად იმსჯელონ – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციასა და 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე
9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, უმრავლესობა, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ ადრე ოპოზიცია უარს ამბობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ახლა მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებასთან” ერთად იმსჯელონ.