ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე პიტბულის ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. „არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის […]

ლევან ხაბეიშვილი – „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“ – ერთი მინისტრის მეორით შეცვლით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. ერთი მინისტრის მეორით შეცვლით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება – მათ არც შემოსავალი გაეზრდებათ და არც პროდუქტის ფასი შემცირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეს უნიკალური შანსი ეძლევა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. „ერთ მაგიდაზე რამდენიმე ადამიანი იცვლება, სახელებიც კი არ […]

ნაკაიძე ადიგენზე: სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რეაგირება ამ ყველაფერზე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რეაგირება ადიგენის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. “მართლაც მძიმე ფაქტი იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, აქ სახელმწიფო არის ვალდებული, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ყველაფერზე და არ წავიდეს იმაზე, რომ რაღაც შეთანხმებებზე იყო საუბარი და რაღაც თემებზე. ცალსახად და მნიშვნელოვანია – […]

პიტბულს სასტიკად აცემინა მეტისი, ძაღლი მოკვდა – არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანს, რომელმაც “თავისივე პიტბულის ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი”, რის შედეგადაც ძაღლი მოკვდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე პიტბულის ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია”. – წერს პროკურატურა. მათივე ინფორმაციით, […]

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – დაღუპულთა რიცხვი ღაზას სექტორში 30 960-ს აღწევს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 30 960-ს აღწევს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 72 524-მდე გაიზარდა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 82 პალესტინელი დაიღუპა და 122 დაშავდა.

“”ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება” – ირაკლი ღარიბაშვილი

“”ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება” – ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ და პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. მისი თქმით, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის – […]

ერდოღანი: ნეთანიაჰუ კაცობრიობის წინაშე დანაშაულით თავის სახელს ჰიტლერის გვერდით წერს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა. “ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია, ღაზაში მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებით თავიანთ სახელებს ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ, როგორც დღევანდელი ნაცისტები”. – თქვა ერდოღანმა. ერდოღანი 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ისრაელს აქტიურად აკრიტიკებს. აქამდე, მან ისრაელს “ტერორისტული […]

ტყუილია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება – მდინარაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კარდიოლოგ ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აბსოლუტური ტყუილი უწოდა. „ისე კატეგორიულად დადეთ დღეს ეს განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა. მე არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი და პრემიერსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური ტყუილი“, – აღნიშნა მდინარაძემ. […]

„ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია – ეს არის გაფლანგული მილიონები“

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. კახი კალაძემ ყველანაირი ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც ვადების გადავადება სჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო თბილისელებისთვის. „დღეს კვლავ გვიწევს საუბარი ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, […]

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება. აღნიშნულის შესახებ ყიფიანი „ფეისბუქზე“ წერს. „მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის”, – წერს ზვიად ყიფიანი. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ყიფიანი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად განიხილება.