ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, კიდევ 11 თვე ვერ დასრულდეს

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, კიდევ 11 თვე ვერ დასრულდეს – ამის შესახებ მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტზე მომუშავე კომპანია “ბადა ქონსთრაქშენსის” მფლობელმა ბაჩანა ადამიამ BM.GE-სთან განაცხადა.
 
კომპანიის 100%-იანი წილი მფლობელი ბაჩანა ადამია აცხადებს, რომ სამუშაოები ადგილზე ექსპერტიზის დასრულებამდე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულებას სავარაუდოდ 1 თვე დასჭირდება, ამის შემდეგ კი რეაბილიტაციისთვის საჭირო სავარაუდოდ 10 თვე იქნება.
 
ჭერის გახსნისა და ძველი დაფარვის მოხსნის შემდეგ თაღს ექსპერტიზა და შესწავლა სჭირდება. აქედან გამომდინარე ველოდებით ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პროექტის გაგრძელება. შესაბამისად პროექტის ვადაც გაგრძელდება.
 
ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძირითადი სამუშაოები ექსპერტიზის გარეშე ვერ ჩატარდება, რადგან მეტრო რამდენიმე ათეული წლის წინაა აშენებული და გვინდა კარგი რეაბილიტაცია გავუკეთოთ. აქედან გამომდინარე მერია აქცენტს აკეთებს ხარისხზე, როგორც ჩვენ სამშენებლო კომპანია. ამიტომ ყველა სათანადო შესწავლას ვაკეთებთ და იმისთვის რომ კარგი გამოვიდეს ეტაპობრივად მივყვებით.
 
ექსპერტიზის დასრულებას შეიძლება 1 თვე დასჭირდეს. ამის შემდეგ რეაბილიტაციის დასრულებას 10 თვეზე მეტი არ დასჭირდება”, – ამბობს ბაჩანა ადამია.
 
ცნობისთვის, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე ხელშეკრულოება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებული ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს იწურება, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სამუშაოების დიდი ნაწილი არ შესრულებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ