დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაურიც ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში – ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ კობახიძესთან დაპირისპირებას კვლავ უარყოფს. ის მთავრობის ადმინისტრაციის წინ აღმართული ღობის მოხსნასთან დაკავშირებულ კითხვას არასერიოზულ თემას უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე განმარტებას კობახიძე გააკეთებს. “საკითხი არის არასერიოზული, არასერიოზული თემაა, ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო საერთოდ არ მესმის…ხარისხიანი იყო და ლამაზი იყო…მთავრობის მეთაური თავად განმარტავს ალბათ. საკითხის დასმა ისე, რომ, ვინაიდან, ირაკლი […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს უჭერს

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს უჭერს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს მტკიცედ უჭერს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ აიძულებს და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, […]

აშშ-ში მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 ადამიანი დაიღუპა, 1 მძიმედ დაშავდა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ეროვნული გვარდიის ორი წევრი და სასაზღვრო პოლიციის ერთი აგენტი. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მოსამართლე ელოი ვერამ თქვა, რომ ვერტმფრენზე სამი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. ვერტმფრენი მექსიკიდან აშშ-ში საზღვრის არალეგალურად გადამკვეთებს მეთვალყურეობდა, როცა ღია ველზე ჩამოვარდა. ჩრდილოეთის გაერთიანებული ძალების (JTF North) სპიკერის, […]

მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ შესაძლოა გადაიწიოს – თბილისის მერია

შესაძლოა, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა კიდევ გახანგრძლივდეს. თბილისის მერიის ცნობით, საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება. მათი ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. “თავდაპირველად, მეტროსადგურ ვარკეთილის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს მამისონი, რომელთანაც ხელშეკრულება გაუქმდა პირობების შეუსრულებლობის გამო. 2022 წლის 21 დეკემბერს […]

ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება

კლინიკა ჯერარსის კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მას ჯანდაცვის მინისტრად წარადგენს. “მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ახლობლებო, მინდა გითხრათ რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება, დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის” – წერს ყიფიანი. ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების აღმასრულებელმა […]

გვარამიას რომ არჩევ პარტნიორად, უტვინობის ნიშანია – თამარ ჩერგოლეიშვილი

გვარამიას რომ არჩევ პარტნიორად, უტვინობის ნიშანია – თამარ ჩერგოლეიშვილი “პოლიტიკაში ყოფნა რომ გინდა და გვარამიას არჩევ პარტნიორად, ჩემთვის უპრინციპობის, უტვინობის და უგემოვნებობის დიაგნოზია. სურპრიზი რომ არავისთვის იყოს, ხშირად გავიმეორებ ხოლმე.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. Next: ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან

ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან

ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, “თბილისი პრაიდი” აქციებს დაიწყებს. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა და ისინი “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას […]

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება. აღნიშნულის შესახებ ყიფიანი „ფეისბუქზე“ წერს. „მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის”, – წერს ზვიად ყიფიანი. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ყიფიანი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად განიხილება.

დოპინგში ბრალდებულმა სიმონა ჰალეპმა სასამართლო დავა მოიგო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დოპინგის მიღებაში მისი უდანაშაულობის დადგენის შემდეგ, კორტს უბრუნდება. იგი ითამაშებს „მაიამის ღია პირველობაზე”, რომელიც 20 მარტს დაიწყება. ჰალეპმა ტურნირისგან მიიღო ე.წ. ველური ბარათი (Wild Card), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩოგბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აღარ აქვს სარეიტინგო ქულები, პირველ შეხვედრას პირდაპირ მთავარ ბადეში ითამაშებს. სპორტის […]

,,მეორე ფრონტის საქართველოში გადმოტანის რისკები არსად წასულა” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ქართული ოცნების პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გადმოტანის რისკები არსად გამქრალა და რომ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” არჩევა არის უალტერნატივო გამოსავალი ქვეყნისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. „ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენი ოჯახის წევრებს. ძალიან ბევრი არჩევნები გავიარეთ ერთად და მოვედით დღემდე, […]