ქართველი ამომრჩევლის გზა, ჯერ ნიუ-იორკამდე, შემდეგ – საარჩევნო უბნამდე

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ნიუ-იორკში რეგისტრირებულ 12 000-მდე ამომრჩევლიდან, ხმა 6000-მდე ამომრჩეველმა მისცა. მათ უმრავლესობას ამისთვის რიგში საათობით დგომა, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს კი, მანჰეტენის აღმოსავლეთ 44-ე ქუჩის, ლექსინგტონ ავენიუდან, მესამე ავენიუმდე დაკეტვა დასჭირდა. Facebook Forum

თბილისში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება

ოპოზიციის ორგანიზებით, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს. როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც. „ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად […]

უკრაინელებმა კიევის წინააღმდეგ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა წუხელ ყველა დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას შეუტიეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მტერმა უკვე ნაცნობი ტაქტიკა გამოიყენა. ”მაგრამ ისევ ვერ მიაღწია მიზანს – ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განეიტრალებულიყო“, – აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ. ამასთან, მისი თქმით, […]

ევროპელი ლიდერები სანდუს ულოცავენ მოლდოვის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას

მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მან ხაზი გაუსვა იშვიათ ძალას, რომლითაც სანდუმ გადალახა არჩევნებთან დაკავშირებული სირთულეები. ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მაია სანდუს უდასტურებს მოლდოვის და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას. სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავენ. „გილოცავთ, ძვირფასო მაია სანდუ გამარჯვებას. იშვიათი სახის ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ამ არჩევნებში შეგხვდათ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს რობერტა მეცოლაც და წერს, რომ […]

ჰამილტონი: რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო დასავლეთისთვის, მით უფრო ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის

“დასავლეთის რეაქციის გამკაცრებას მტკიცებულებები და სიმამაცე დასჭირდება – ამბობს ბობ ჰამილტონი, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი და ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი. მისი აზრით, ამ ეტაპზე ამერიკული მხარისგან ზედმეტი სიფრთხილე და არასაკმარისი სიმკაცრე შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს. საბოლოოდ კი ეჭვები არჩევნების სამართლიანობის შესახებ მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. „რაც უფრო ნაკლებ სანდო და […]

ემანუელ მაკრონი – მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევა მივულოცო – დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევაზე გაიმარჯვა

მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მივულოცო. დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე გაიმარჯვა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე. შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა […]

მაია სანდუ – მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ – გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო

მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხართ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. „გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას“, […]

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა. შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ […]

“ინტერმა” მოიგო, “ნაპოლის” 1 ქულითღა ჩამორჩება და 10 ნოემბერს უმასპინძლებს

სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ვენეცია” 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 90+8-ე წუთზე სტუმრებმა ზომერის კარი დალაშქრეს, მაგრამ წესების დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. „ინტერი“ 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 1 ქულით ჩამორჩება, მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „არსენალთან“ გამართავს, 10 ნოემბერს კი სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს. ინტერი […]