როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ “ატალანტასთან” მატჩში?

სერია A-ს მეთერთმეტე ტურში, „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (0:3), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 71-ე წუთამდე ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, flashscore 6.7, Whoscored 6.3. „ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერია და 10 ნოემბერს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება. მილანს გასვლა რომ მოუგო ფავორიტია იტალიაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ყველა გაიძახდით. ერთი წაგება(უკვე მეორეა ჩემპიონატში) გადუსვით ყველამ ხაზი, […]

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები: ლიდერობს ალექსანდრ სტოიანოგლუ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოქმების დაახლოებით 80%-ის დამუშავების შემდეგ, ლიდერობს ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლუ. მას 51,2%-იანი მხარდაჭერა აქვს. მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს ამომრჩეველთა 48,8%-მა მისცა ხმა. თუმცა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, წინასწარი შედეგები არ მოიცავს საზღვარგარეთის საარჩევნო უბნების ხმების უმრავლესობას, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, სადაც, სავარაუდოდ, სანდუს მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მოლდოვაში საარჩევნო უბნების […]

12-დან 11 მოგება – “ბარსელონამ” “ესპანიოლიც” დაამარცხა

ლა ლიგის მეთორმეტე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” 3:1 დაამარცხა. “ბარსელონა” 33 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარს, “რეალს” 9 ქულით უსწრებს (სამეფო გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს ბელგრადში, ჩემპიონთა ლიგაზე “ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს. . “ბარსამ” პრიმერაზე ბოლო 12 თამაშიდან 11 მოიგო. . კატალონიურმა გუნდმა 3+ გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. […]

ევროპელებს დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში – ზვიად ჭუმბურიძე

„კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, იმიტომ, რომ მათ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში,“ – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამერიკისა თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა. „ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ასიათასობით რუსია […]

WP: ევროკავშირი ემზადება ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის მიმართ აშშ-ის კურსის შეცვლისთვის

ევროპაში ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირეები ემზადებიან შეერთებულ შტატებთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტისთვის, თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება 15 წყაროზე დაყრდნობით ევროპის ხუთი ქვეყნის პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ანალიტიკოსებს შორის. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ევროპაში პოლიტიკოსები მსჯელობენ ზომებზე ტრამპისგან უსაფრთხოების შეთანხმებების დასაცავად, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით. […]

დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს – სოსო მანჯავიძე

დღეს ჩვენს სამშობლოს უნიკალური შანსი მიეცემა. როდესაც ნაცთა გვარამი კარვებს დასცემს და რუს ოლიგარქზე ლაშქრობის გეგმას ამცნობს ლაშქარს, იქ, იმ ევროპულ კარვებში მადამ პღეზიდანი, იგივე სალომე ბონაპარტე უნდა დაბანაკდეს.“- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე ოპოზიციის დაანონსებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც 4 ნოემბრიდან იწყება. “ეს ევროპაწართმეულთ მისცემს გარანტიას, რომ არავითარი ძიალოგიო, ძიალოგიო მოდიო, მოვილაპარაკოთო, ძიალოგიო-არ იქნება. თანაც ევროპა […]

წლის ბოლოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური სცენარით იყო ნავარაუდევი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების ტენდენციის მსგავსად, არც წინასაარჩევნო პერიოდში შეფერხებულა და როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, სექტემბრის თვეში მშპ 8.3%-ით გაიზარდა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აღებული ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება და 2024 წელი ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით ჩაიხურება. “საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო […]

პლოვდივი (ბულგარეთი) შენობების ფასადებს ვანდალებისგან ნანოტექნოლოგიის გამოყენებით დაიცავს

პლოვდივში (ბულგარეთი) მიაგნეს ტექნოლოგიურ გზას, როგორ დაიცვან ქალაქის კედლები და ქვის ბორცვები გრაფიტისაგან ნანოტექნოლოგიის გამოყენებით. 2012 წლიდან, კომუნალური მომსახურების მუშაკები ფასადებზე მხატვრობებს ხელით შლიან. ახლა კი დაფარეს პოპულარული ადგილები გერმანიაში შემუშავებული სპეციალური ნანოფილმით, რომლიდანაც ნახატი ადვილად იშლეება წყლის ძლიერი ჭავლით (როგორც მანქანის სამრეცხაოებში) სულ რაღაც რამდენიმე წუთში. ის უხილავია და უძლებს 10-მდე გაწმენდას. პლოვდივი სიდიდით […]

ქურდოვანიძე: საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობაზე საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობის უფლებაზე მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მისი ცნობით, მსგავსი საჩივრები არ დააკმაყოფილეს სხვა ქალაქში მდებარე სასამართლოებმაც. “ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს […]

დოლიძე: სასამართლოებმა ISFED-ის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს

სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორის ცნობით, თბილისის საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მათი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. დოლიძის თქმით, საჩივრები არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა. “დღეს გვქონდა 8 დავის განხილვა თბილისის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში არჩევნებში გამოვლენ დარღვევებთან დაკავშირებით. არცერთი არ დაკმაყოფილდა”, – წერს დოლიძე.