4 ნოემბერს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV, V, VII, VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის, ვარკეთილის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილის მეურნეობის, თრიალეთის სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), […]

კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა. 3 ნოემბერს, მიჩიგანის შტატში მყოფმა ჰარისმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა თავის მშობლიურ კალიფორნიის შტატში. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით უკვე 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, […]

გიორგი ლაბაძე – „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის

აშშ-ში მოახლოებული არჩევნების წინ რა განწყობებია ამერიკულ საზოგადოებაში, ტრამპის, ან ჰარისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, რას მოიგებს ამერიკელი ამომრჩეველი, რუსეთ-უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ცხელ ფაზაში მყოფი ქვეყნები, საპრეზიდენტო არჩევნებში ან ერთ, ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, „ინტერპრესნიუსი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. – ბატონო გიორგი, აშშ-ს საპრეზიდენტო […]

ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებაზე – კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის

კარგი ამბავი მოლდოვასთვის, დიდი სიახლე ევროპისთვის, – ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას. „ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, – წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში. მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას […]

ბობ ჰამილტონი: რაც ნაკლებ სანდოა საქართველო დასავლეთისთვის, ეს უფრო ხელსაყრელია რუსეთისთვის

ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის ხმას ესაუბრა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი ხდება ცნობილი იმაზე, რა მოხდა არჩევნებზე და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. “ჩემი გადმოსახედიდან შეკითხვები იმის შესახებ, […]

ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024

გია ხუხაშვილი – “ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება” იგორ კვესელავა – “ამ ეტაპზე აშშ და საქართველო ერთ მინდორზე ძოვას ვერ გააგრძელებენ” დავით ზურაბიშვილი – “ძალიან მაინტერესებს, ვინმე სერიოზულად ფიქრობს, თუკი ლეგიტიმურობა არ იქნა ცნობილი, ხელისუფლება ამის გამო სახლში წავა?” * * * გია ხუხაშვილი – “ბიძინასთვის სასიცოცხლოდ […]

კამალა ჰარისი – ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით. „მინდა ვთქვა, რომ ეს წელი რთული იყო ღაზაში […]

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა. შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ […]

საქართველოს არჩევნების შეფასებები და კამპანიის ბოლო საათები აშშ-ში

ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობას გამოძიებისკენ მოუწოდებენ; “რაც უფრო ნაკლებად მიმზიდველი პარტნიორი იქნება საქართველო დასავლეთისთვის, მით უფრო ხელსაყრელია ეს კრემლისთვის – ინტერვიუ ამერიკელ თადარიგის პოლკოვნიკთან; აშშ-ში საარჩევნო კამპანიის ბოლო საათების ათვლა დაიწყო. Facebook Forum

სალომე ზურაბიშვილი – მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი […]