საბა ბუაძე – ჩვენ არ გვაქვს არც ცხვირის ჩამოშვების დრო და ფუფუნება, არც ბრძოლის შეწყვეტის რესურსი – ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან მათ, ვინც მის რუსულ ჭაობში ჩახარშვას ცდილობს

ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან მათ, ვინც მის რუსულ ჭაობში ჩახარშვას ცდილობს. ეს საბრძოლო განწყობაა თითოეულ ჩვენგანში , – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მარჯანიშვილის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს. საბა ბუაძის განცხადებით, დღეს რუსეთაველზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება, რადგან მიუხედავად დათრგუნვის მცდელობისა, მათში ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს. „რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ აქ და ამ […]

არჩევნების წინ ტრამპი და ჰარისი კვლავ მერყევ შტატებში ჩავიდნენ

კვირა დღე, 3 ნოემბერი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისევ ე.წ. მერყევ შტატებში გაატარეს. დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიების მიზანი ამომრჩეველთა იმ ნაწილს მიმხრობაა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმა ადრეულ არჩევნებზე ჯერ არ მიუცია და შესაძლოა, 5 ნოემბრის საყოველთაო კენჭისყრაზე წასვლაზეც ყოყმანობდეს. გამარჯვებული კანდიდატი ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება და 4-წლიანი […]

ბურჯანაძე “კორუნაში” საუკეთესო იყო, მისი გუნდი კი ბარსელონაში დამარცხდა

ბექა ბურჯანაძემ ბარსელონაში შედეგიანად ითამაშა. ის თავის გუნდ “ლეიმა კორუნაში” საუკეთესო იყო, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის დებიუტანტი კატAლონიურ გრანდთან უშანსოდ დამარცხდა – 80:106. პირველი პერიოდის შემდეგ ბურჯანაძის გუნდს იმედი ჰქონდა და არცთუ უსაფუძვლო, რადგან 7 ქულით ლიდერობდა, თუმცა დარჩენილ დროში “ბარსელონა” დიდ უპირატესობას დაეუფლა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა. ბურჯანაძემ არასრულ 19 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა […]

შენგელიას 10 ქულა და “ვირტუსის” დაგეგმილი გამარჯვება “ტრევიზოსთან”

იტალიის სერია A-ში დაგეგმილი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვა “ვირტუსმა”, რომელმაც ბოლონიაში “ტრევიზოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 104:97 სძლია. ბოლონიელებმა 4-დან 3 პერიოდი დათმეს, თუმცა მესამე 15 ქულით მოიგეს და მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი აღმოჩნდა. შენგელიამ მოედანზე გატარებულ 17 წუთში 10 ქულა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო […]

რუსეთმა 3344 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა უკრაინაში სამხედრო სამსახურის საფუძველზე

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსეთმა მიმდინარე წელს 3344 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა. ეს შესაძლებელს ხდის რუსეთის მოქალაქეობის პასპორტების გაცემას მათზე და მათი ოჯახის წევრებზე. ეს მონაცემი 4 ნოემბერს გამოაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა, თუმცა ბუნდოვანი რჩება, იგი მხოლოდ სამხედრო პერსონალისთვის გაცემული პასპორტების რაოდენობას ასახავს, თუ მათი ნათესავებისასაც. ბრძანების თანახმად, […]

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს. ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. თვითმხილველების თქმით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. ისინი სხვა დეტალებზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – არჩევნების შემდგომი ვითარება შემაშფოთებელი რჩება – თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ ორიენტაცია შეინარჩუნოს, ხელისუფლებისგან ქმედებები გვჭირდება – გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედებები გვჭირდება. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“არჩევნების შემდგომი სიტუაცია ისევ შემაშფოთებელია” – ლაიენი ზურაბიშვილს ესაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. “ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი სიტუაცია ისევ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაციის შენარჩუნება, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელმძღვანელობის მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში გვიჩვენებს გზას”, – წერს ევროკიმისიის პრეზიდენტი X-ზე.

„აწიოს ერთი ადგილი“ — კალაძე პრეზიდენტზე

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ირწმუნება, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „კეთილი ინებოს“ და პროკურატურას წარუდგინოს მტკიცებულებები. ამის შესახებ კომენტარი კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. „ეს ადამიანი გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. სახე დაკარგა. ის დღეს დაკავებულია, რომ ქვეყანას მიაყენოს ზიანი. კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის და […]

არჩევნების შემდგომი სიტუაცია საქართველოში შემაშფოთებელია — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, არჩევნების შემდგომი სიტუაცია საქართველოში კვლავ შემაშფოთებელია. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს, ის ახლახან ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. „ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლებისგან. გზას ჩვენი გაფართოების ანგარიში აჩვენებს“, – წერს […]