ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე – მინდა, ჩვენს ელჩებს ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს, რამდენიმე კვირა დარჩა და აღარ იქნება, გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დიპლომატების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო „ქალ მავნებელს“ უწოდებს და საქართველოს ელჩებს მიმართავს, მას ყურადღება არ მიაქციონ. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ქართულ საელჩოებსა და ელჩებს ყოველდღიურად შეურაცხყოფა მიაყენოს. „ქალი მავნებელი. ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ საელჩოების, ელჩებს, წარმომადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენოს, იმიტომ, […]
მამუკა ხაზარაძე – წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც – ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან

ეს იყო და არის რუსული სპეცოპერაცია, ეს არის ყველაზე რთული დღეები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ახლა წყდება, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს და სიმართლემ გაიმარჯვოს. „ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ყველა […]
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სამი პოლიტიკური პარტიის მსვლელობა დაიწყო. პარტიის ლიდერები “ძლიერი საქართველოს” ცენტრალური ოფისიდან ჯერ მარჯანიშვილის მოედანზე მივლენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ შენობისკენ გააგრძელებენ მსვლელობას. როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება. “დაწყებულია უწყვეტი, პერმანენტული პროტესტი. ეს გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება. შეუძლებელია […]
ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე – დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან

დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მან „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი. ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – მაია სანდუსთან საუბარში კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ვესაუბრე და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. უკრაინელი ხალხის სახელით მოლდოველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ სოლიდარობა გამოვხატე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ […]
,, ჯიგრებო, რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ?” – გიორგი გამსახურდია

ოპოზიციის კრიტიკასა და ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის „შემაშფოთებელ ნაბიჯს“ უწოდებს შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, რა დროსაც ოკუპირებული რეგიონები შეუმჩნევლად, მკრთალი ნაცრისფრად არის გამოყოფილი, გიორგი გამსახურდია ეხმაურება: „მოკლედ, ამ იაფფასიანი ფეიკების იმედზე ხართ ჯიგრებო? რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ? ამოიღეთ […]
ბერბოკი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს

გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც კიევში მყოფმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანნალენა ბერბოკს აქვს. ის აცხადებს, რომ უკრაინელები რუსეთან ბრძოლით ყველა ევროპელის თავისუფლებას იცავენ. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ სისასტიკეს ჩვენი ჰუმანურობით და მხარდაჭერით, რათა უკრაინელები არა მხოლოდ გადაურჩნენ ზამთარს, არამედ იმისთვის, რომ მათი ქვეყანა გადარჩეს. ისინი [უკრაინელები] იცავენ ყველა ჩვენგანის […]
ილონ მასკის უკიდურესად პროჩინური განწყობა – რას წერს ბლუმბერგი ექსპერტებზე დაყრდნობით

ექსპერტები აცხადებენ, რომ ილონ მასკი ,,უკიდურესად პროჩინური განწყობის მატარებელია”. მათი თქმით, პეკინს შეუძლია ამით ისარგებლოს და ეს ფაქტი ტრამპის ადმინისტრაციაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს. მათივე განცხადებით, ბიზნესმენი აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საკითხებში შუამავალი გახდება. მილიარდერი ილონ მასკი (Forbes-ი მის ქონებას 263 მილიარდ დოლარად აფასებს), დონალდ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. მასკმა 100 მილიონ […]
ფაქტების შემმოწმებლები ოპოზიციას მორიგ სიცრუეში ამხხელენ

ფაქტების შემმოწმებლების შეტყობინების საფუძველზე, Meta-მ ოპოზიცია მორიგ სიცრუეში ამხილა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციის სტატუსი მიანიჭა. საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე ნაჩვენებ საქართველოს რუკის ფოტოს, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით არის მონიშნული, ხოლო ლურჯ ფერში არის ყველა სხვა ოლქი, სადაც „ქართულ ოცნებას“ თავისი დელეგატები ჰყავდა წარდგენილი. იმის გამო, რომ პრეზენტაციაზე ნაჩვენები […]
მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო ის, რომ ხალხს ეუბნებოდნენ – თქვენ არ იცით რა უნდა გადაწყვიტოთ და უცხოელები როგორც იტყვიან, ისე მოიქეცითო

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს ეხმიანება. „მე არ მგონია, მათ [ოპოზიციამ] იმდენი ხალხის მობილიზება შეძლონ, რომ რეალურად გადაიკეტოს გზები და მართლაც, რუსთაველის ან სხვა ქუჩების გადაკეტვის საჭიროება დადგეს.“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ოპოზიციის გეგმა ახლა სატრანსპორტო კოლაფსის შექმნაა. დეპუტატის თქმით, წაგებული არჩევნების გამო რადიკალები ახლა საკუთარ […]