საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური გამოფენა – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფური გამოფენა – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციაში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის მიერ შექმნილი 60 ნამუშევარი – ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო გაერთიანებული. სტუდენტთა ნამუშევრებს მაღალი […]
პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა – სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც ჩიტაძისა და 9 აპრილის, ისე ჭიჭინაძის ქუჩებზე. ისინი პარლამენტის შესასვლელებთან არიან გამაგრებული. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო საზოგადოების წევრები იმყოფებიან, რომლებიც აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მივიდნენ. რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მარშიც. (მთავარი არხი)
ევროკომისიის პრეზიდენტმა და სალომე ზურაბიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარება შემაშფოთებელია. „ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელმძღვანელობისგან. ჩვენი გაფართოების ანგარიში გვიჩვენებს გზას“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ამ […]
გასულ კვირაში ლონდონის ბირჟაზე 1.2 მლნ-ზე მეტი Georgia Capital-ის აქცია გაიყიდა

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 42.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.50% წინა კვირასთან შედარებით და +19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 736 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.05 – 42.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა. თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.05 ბრიტანულ ფუნტ […]
თეთრიწყაროში მოსამართლის ექსპერიმენტით დადგინდა, რომ არჩევანი ხილვადია – საია

საიას განცხადებით, ხმის ფარულობის საკითხზე სარჩელის განხილვისას თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია. „მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია. მოსამართლემ ასევე მოითხოვა […]
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორის შემოსავლები $115 მილიონით შემცირდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 315 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 115 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. […]
მოლდოვის „სოციალისტების პარტია“ – მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა – ჩვენ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს არ ვაღიარებთ

მოლდოვის „სოციალისტების პარტიის“ განცხადებით, უცხოეთის საარჩევნო უბნებზე მიცემულ ხმებს არ აღიარებენ, – ამის შესახებ პარტიის განცხადებას მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ი ავრცელებს. „მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა. „სოციალისტების პარტია“ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებულ კენჭისყრას არ აღიარებს, რისი წყალობითაც, სანდუ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. პრორუსული „სოციალისტების პარტია“ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ალექსანდრე სტოიანოგლოს უჭერდა, რომელმაც […]
ნიკა მელია – ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი – ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე!

ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის მოედნისკენ მსვლელობის მონაწილეებს. მელიას განცხადებით, ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა თბილისმა უნდა თქვას, რადგან დიდი გაყალბების მასშტაბი სწორედ ქვეყნის დედაქალაქში იყო. „ოპოზიციური ჯგუფების ლიდერებს გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება, არამედ ადამიანური ვალდებულებაც, რომ ჩვენი ყოველდღიური […]
ჯო ბაიდენი – რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია

ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას“, – აცხადებს ჯო ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა […]