ხარკოვი ისევ დაიბომბა

8 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრსა და გარეუბნებში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს. ნაწილობრივ დანგრეულია 12-სართულიანი სახლი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბიჭი. ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს მართვადი ავიაბომბებით, რაკეტებით, […]
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 25 ადამიანი

რუსებმა ხარკოვი მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, ნაწილობრივ გაანადგურეს მაღალსართულიანი შენობა, 25 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმები დაფიქსირდა ხარკოვის შევჩენკოვის და სალტოვის რაიონებში. ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ სალტოვის რაიონში, მაღალსართულიანი შენობიდან უკვე 25-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ტელეფონით უკვე ესაუბრა ათეულობით ქვეყნის ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარსაც არ გამორიცხავს. „ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – განაცხადა ტრამპმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ესაუბრა 70 მსოფლიო ლიდერს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა […]
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე სუზი უაილსი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „სუზი უაილსი დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში და იყო ჩემი 2016 და 2020 წლების წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, სუზი უაილსი საყოველთაო აღფრთოვანებასა და პატივისცემას […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება. ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის დროს ძალიან საშიში რიტორიკა მოისმინა. „ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი […]
რუსეთმა ოდესას დრონებით შეუტია, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსმა ტერორისტებმა ოდესის ოლქში მასიური თავდასხმა განახორციელეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები, რამდენიმეში კი ხანძარი გაჩნდა“, – აცხადებს კიპერი. მისივე ინფორმაციით, დაზიანდა ოდესის ერთ-ერთი უძველესი სკოლა. გარდა […]
გამორჩეული ოდიშიარია და “რიგასის” საპატიო ფრე “ანდერლეხტთან” [VIDEO]

ევროპა ლიგაზე მეოთხე ტური ჩატარდა. „რიგასმა“ საკუთარ მოედანზე „ანდერლეხტთან“ კომპენსირებულ დროში საპატიო ფრეს მიაღწია – 1:1. მასპინძელთა რიგებში ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მისი ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა საკუთარ კარში მუსა ნ’დიაემ. ოდიშარიამ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა – Sofascore 7.5, Whoscored 7.3, Flashscore 7.3. ლუკა სილაგაძე კი 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. […]
რისი გაკეთება მოუწიოს, შესაძლოა, ევროპას, ტრამპის გამარჯვების შემდეგ? – გიორგი კობერიძე

ტრამპის გამარჯვებას ერთი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს: 90-ნი წლებიდან ევროპა სამხედრო თვალსაზრისით თითქმის მთლიანად, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით – მეტწილად – ჩამოკიდებული იყო აშშ-ზე, რის გამოც მოუმზადებელი შეხვდა რუსულ აგრესიებს. ტრამპის ადმინისტრაციის მახასიათებელი არაპროგნოზირებადობაა. ეს მისი დიდი ნაკლოვანებაცაა და გარკვეული უპირატესობაც. თუმცა ამ ფონზე ევროპას ძალიან ცოტა არჩევანი რჩება და ალბათ მოუწევს დაიწყოს საკუთარი სამხედრო და […]
მიქაუტაძის 61 წუთი – “ლიონი” სტუმრად “ჰოფენჰაიმს” დაუზავდა [VIDEO]

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში „ლიონმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ ქულები გაიყვეს – 2:2. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში დააყენა და 61-ე წუთზე შეცვალა – შეფასებები: sofascore 7,0, whoscored 6.7, flashscore 6.8. თავიდან თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ჟანდრემ დააწინაურა. მალე აბნერმა ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ […]
უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა

7 ნოემბერს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ზაპორიჟიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 18 ადამიანი, იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქზე ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, საცხოვრებელ კორპუსსა და საავადმყოფოს დაესხნენ თავს. კლიმენკოს თქმით, მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ორი დაშავებული ბავშვი და ქალი ამოიყვანეს. ქალი მესამე […]