ხარკოვი ისევ დაიბომბა

8 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრსა და გარეუბნებში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.
ნაწილობრივ დანგრეულია 12-სართულიანი სახლი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბიჭი.
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს მართვადი ავიაბომბებით, რაკეტებით, ან დრონებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას