რვამდე გაიზარდა ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში რუსული ბომბებით დანგრეულ შენობებში მაშველებმა კიდევ რამდენიმე დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ ტელეგრამით დღეს, 8 ნოემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის ერთი წლის ბავშვია. გასულ ღამით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი. რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიე 7 ნოემბერს დაბომბეს. დანგრეულია სახლები და სამედიცინო დაწესებულება. ადგილობრივი ხელისუფლების […]
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საგამოფენო სივრცეში ჯამში 1050-ზე მეტი დოკუმენტია წარმოდგენილი და გამოფენილი საარქივო მასალის შესახებ მნახველებისთვის 30-40 წუთიანი ექსკურსიებიც ტარდება. „8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, […]
“ბიზნესი [ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში] ზედმეტად პასიურია” – კახა ხაზარაძე

ბიზნესმენ კახა ხაზარაძის შეფასებით, ბიზნესი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ზედმეტად პასიურია. ამის შესხებ მან BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით პროცესებს თავად ბიზნესზე ასახვა არ ჰქონია, რადგან ამას გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, ბიზნესმენი მუშაობას კვლავ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. „საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. ამ მომენტში ცვლილებები არ არის, რადგან ყველა არჩევნების მოლოდინში იყო, მათ შორის […]
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბარზე – ვფიქრობ, ვისაუბრებთ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს, – ინფორმაციას NBC ავრცელებს. „ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ტრამპმა. NBC წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა. შეგახსენებთ, […]
“სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ დარღვევები” – EU-ის სამიტზე დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ. სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან და ის 7 ნოემბერს დაიწყო. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა. “საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ და შემდგომ ქმედებებზე იმსჯელებენ. ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას […]
თეთრი სახლის აპარატს პირველად უხელმძღვანელებს ქალი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება გამოაცხადა. თეთრი სახლის აპარატს ჩაიბარებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სიუზან უაილსი. 67 წლის უაილსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა სიუზი უაილსი საყოველთაო აღტაცებით და პატივისცემით სარგებლობს. სიუზან უაილსი(სამეროლი) ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე და […]
დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

8 ნოემბერს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის და გუდამაყარის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედანის, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 04:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის, დუშეთის და ყაზბეგის რაიონის სოფლებში მთა ვარცლა, მუხრანი, სნო, არღუნი და მიმდებარე სოფელბში; 04:00-დან 07:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, არაგვისპირი, ჩანადირთკარი, ბიჩნიგაურები, ციხისძირი და მიმდებარე […]
დღეს გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსის, წმიდა მღვდელმთავარის ალექსანდრეს ხსენების დღეა

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარევმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს. ალექსანდრე […]
2030 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის – პრემიერი

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო. „ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან […]