ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ქართული ღვინის წარდგენის და დეგუსტაციის ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, […]

სასამართლო საიას, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საპარლამენტო არჩევნების ფარულობის, ისევე როგორც სხვა დარღვევების შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კოალიცია “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს. საკითხები, რომლებიც ცესკომ არ დააკმაყოფილა და გაასაჩივრეს, სასამართლომ გააერთიანა და ერთ საქმედ განიხილავს. საქალაქო სასამართლოში სხდომა 11.00 საათზე იწყება.

ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაიბარეს. “გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული. ცხადია, ოცნების პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი […]

15 ნოემბერს, 17:00 საათზე ჯგუფი დაიტოვე მსვლელობას გამართავს

“უშენოდ არ გამოვა” – 15 ნოემბერს, 17:00 საათზე Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი დაიტოვე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას გამართავს. “პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა. ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გვიან ღამით ჩავიდა და დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ […]

ანდრონიკაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ესტონური “კეილას” წინააღმდეგ

რატი ანდრონიკაშილის ყველაზე შედეგიანი მატჩი რიგის ვეფ-ის შემადგენლობაში. ლატვიურ-ესტონური ლიგის მორიგ ტურში რიგის გუნდი ესტონურ “კეილას” ესტუმრა და 90:78 დაამარცხა, ანდრონიკაშვილმა კი მოედანზე 27:07 წუთი გაატარა და 13 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. რატიმ 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, […]

ტრამპმა მასკი და რამასვამი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება, რომელსაც Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი, ასევე პოლიტიკოსი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ. რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის კენჭს იყრიდა, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ტრამპის თქმით, ისინი “ჭარბი რეგულაციების შემცირებაზე იზრუნებენ”. „ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის […]

დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფს წარადგენს

დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფს წარადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, „რესპუბლიკელი“ ჯონ რეტკლიფი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, 2020 წლის მაისიდან 2021 წლის იანვრამდე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ასევე, დონალდ ტრამპის ცნობით, ისრაელში აშშ-ის ელჩის პოსტზე არკანზასის ყოფილ […]

ლევან ბეჟაშვილი – ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს, არ მოახდინოს მათი დეპუტატებად რეგისტრაცია – ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ექნება საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. როგორც ბეჟაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, კონსტიტუციით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი, დეპუტატები კი ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს. მისივე თქმით, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს, არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ. „კონსტიტუციის მიხედვით, […]

ბერდია სიჭინავა – არავინ აპირებს ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და ეს მორალური კომპასები სხვებისთვის შეინახეთ

არავინ აპირებს ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და ეს მორალური კომპასები სხვებისთვის შეინახეთ – ჩვენი პარტიის წევრების თვითმიზანი არასდროს იქნება პარლამენტის წევრის სტატუსისთვის პარლამენტში ჯდომა „ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მიცემის ხარჯზე,- ამის შესახებ პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. სიჭინავას თქმით, მისი პარტიის წევრებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების ხარჯზე კომპრომისი არასდროს დაუშვიათ. „ჩვენი […]