22 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა – მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა

Blick-ის ინფორმაციით, 22 წლის შვეიცარიელმა მცველმა სილვან უოლნერმა კარიერის ადრეულად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა. უკვე ყოფილი სპორტსმენი მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესიის წევრია. ეს ორგანიზაცია შაბათს დასვენების დღედ განიხილავს, რომელიც ღმერთთან კომუნიკაციისთვისაა საჭირო. აკრძალულია ყოველგვარი სამუშაო და მათ შორის, ფეხბურთის თამაშიც. ინფორმაციისთვის, უოლნერი ბოლოს ავსტრიის უმაღლესი ლიგის ბინადარ BW LINZ-ში ირიცხებოდა. […]
სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შენობის განახლების სამუშაოებს, სპორტის სასახლის მმართველი კომპანია ჩაატარებს. „სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების […]
ISFED – ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, […]
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 022.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 022.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 554.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 4.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 […]
3-4 დეკემბერს, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit 2024 გაიმართება

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს: წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება! Touch Summit, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს, გაიმართება 3-4 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში. თუ გატაცებული ხართ ტექნოლოგიებით, სტარტაპებით, ბიზნესით, ხელოვნური ინტელექტით და ინოვაციებით, წარმოგიდგენთ 5 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა დაესწროთ TOUCH24-ს წელს. · წვდომა ინდუსტრიის წამყვან ლიდერებთან TOUCH24 […]
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ქართული ღვინის წარდგენის და დეგუსტაციის ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის […]
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – „მეცნიერება და საზოგადოება“

UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიება – „მეცნიერება და საზოგადოება“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როლსა […]
სასამართლოში იწყება არჩევნების შემაჯამებელ ოქმებზე საჩივრების განხილვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე იწყება საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა. საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს. · “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამტკიცებს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს; […]
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთში კი ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი – 13 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

13 ნოემბერს, ოთხშაბათს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთში კი ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +17, +22°; მთაში +15, +20°; მაღალმთაში +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 […]
დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა, – ამ თარიღთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდზე, 17 საათზე პარაკლისი აღევლინება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. ისტორიიდან: ასი ათასი მოწამე, წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი — საქართველოს […]