მიხეილ ხიდურელი – „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათაო ოფისში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. „ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B […]

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 000 მოწამეს იხსენიებს

სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. „ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და […]

ოთარ შამუგიამ მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა. ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის 3200 ძროხაა და ყოველდღიურად 45 000 ლიტრი რძე იწარმოება. […]

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

13 ნოემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.7329 ლარი. კურსის ცვლილება -0.41 თეთრი. 1 ევრო – 2.9018 ლარი. კურსის ცვლილება +0.12 თეთრი; 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5033 ლარი. კურსის ცვლილება +1.52 თეთრი; 1 თურქული ლირა – 0.0795 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი; 100 რუსული რუბლი – 2.7854 […]

როგორი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი თუ ფიქრობთ, რომ არ ხართ სწორ გზაზე, ნოემბერი მოგცემთ იმის მტკიცებულებას, რომ არასდროს არის გვიან; შენს ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის თავის დროზეა. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა პროფესიული საქმიანობა და მუდმივი მოუცლელობა შეიძლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე აისახოს და საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდეს. კურო შენს ცხოვრებაში ბევრი აურზაურია, მაგრამ საბედნიეროდ ნოემბერმა უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი. […]

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისში, დღეს – 13 ნოემბერს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის და მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, სოფელი კრწანისის […]

პენტაგონის ხელმძღვანელი Fox News-ის წამყვანი იქნება, CIA-ს დირექტორი კი დაზვერვის ყოფილი უფროსი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელი და CIA-ს დირექტორი წარადგინა. აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი იქნება აშშ-ს არმიის ვეტერანი და Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეთი, ხოლო CIA-ს უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი. ტრამპმა ადმინისტრაციაში ბიზნესმენი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამიც მიიწვია, რათა ერთობლივად უხელმძღვანელონ შეერთებული შტატების მთავრობის […]

მართლმადიდებლური ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავის თავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი – „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე – ის უვარგისი […]

ქობულეთის ტორფნარზე ახალი ტურისტული ბილიკი ამოქმედდა

ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ. გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომლის სიგრძეც 700 მეტრს აღწევს, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის მოწყობაც. ახალი საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ. შემდეგი წლის შემოდგომაზე, […]

ბიტკოინის კაპიტალიზაციამ ვერცხლს გადაუსწრო და მსოფლიოში მერვე აქტივი გახდა

ბიტკოინმა ბოლო დროინდელი მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საბაზრო კაპიტალიზაციაში ვერცხლს გადაუსწრო და მსოფლიოში მერვე უდიდესი აქტივი გახდა. Coinmarketcap-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულებამ 89 ათას დოლარს გადააჭარბა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,75 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.