“შახტარში” მე და აზაროვი ერთ ოთახში ვცხოვრობთ, მან მომავალ მატჩზე მითხრა, რომ…” – სუდაკოვი საქართველო უკრაინის დაპირისპირებაზე

უკრაინის ნაკრებისა და “შახტარის” 22 წლის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა ერთა ლიგის მორიგ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი ნაკრები 16 ნოემბერს გასვლაზე ბათუმში საქართველოს დაუპირისპირდება. “საქართველო კარგი გუნდია, კარგი ნაკრებია, რომელსაც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, პირველმა თამაშმა აჩვენა, თუ რამდენად ტექნიკურები არიან შეტევაში. “შახტარში” მე და ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ჩვენ ამ მატჩზე […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

საქართველოში უკვე მეორედ, 29 ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – Ecommerce Day 2024 გაიმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა. ღონისძიებაზე ისეთი კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორიცაა: Amazon Web Services, eBay, Flitt და ბევრი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის […]

რუსული ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვები შესაძლოა ახალ წლამდე მოიხსნას

2024 წლის ბოლომდე, რუსულ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა შეიძლება უკვე მომავალ კვირაში მოიხსნა. რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნის წინადადების მომზადების შესახებ, უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ცივილევმაც დაადასტურა. „ჩვენ მოვხსნით ექსპორტზე […]

Human Rights Watch – ისრაელი ღაზაში პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ახორციელებს, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ

ისრაელი ზედამხედველობს ღაზაში პალესტინელების იძულებით გადაადგილებას მიზანმიმართული და სისტემატური კამპანიის სახით, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული. 154 ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ღაზაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ნგრევა, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გრძელდება და რომელსაც, გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით, 1,9 მილიონი პალესტინელის იძულებით გადაადგილება მოჰყვა, რაც ტერიტორიის მოსახლეობის […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია

ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია. როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგულ წევრს, ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან სრულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, – […]

“ქვეყნის სტატუსი უკვე გაიყინა, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ დებიძინიზაციის შემდეგაა შესაძლებელი” – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები, კრემლის დახმარებით, ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ადგილას – საქართველოც არ არის გამონაკლისი. ევროკავშირმა ცხადად უნდა თქვას, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ მას არ ვცნობთ და ქართულ ოცნებას არ მოუგია. […]

უკრაინამ დრონებით რუსეთის ახალი შეტევა მოიგერია

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 59-დან 21 დრონი, რომლებიც უკრაინას დაუშინა რუსეთის არმიამ 14 ნოემბერს დილით. ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ფლოტი. ამავე ინფორმაციით, დანარჩენი 38 დრონი დაიკარგა მას მერე, რაც მათი სანავიგაციო სისტემები ჩაახშო უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემამ. დონეცკის ოლქის პროკურატურის თანახმად, სოფელ შევჩენკოში ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, […]

სამართლის ხმა იყო მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა – კორძაია საარჩევნო დავაზე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ეხმაურება საქალაქო სასამართლოს სხდომას, სადაც ოპოზიცია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია არჩევნების შედეგებს ბათილობას ითხოვდნენ. სწორედ კორძაია იყო კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მის მიერ წარდგენილი 7 შუამდგომლობიდან მოსამართლემ არცერთი დააკმაყოფილა. “გუშინ სამართლის ხმა იყო, მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა, რადგან მას საერთოდ არაფერი არ ჰქონდა წაკითხული. დღეს ჩაგვბარდა უკვე გადაწყვეტილება, […]

“რა 15 წელი, შვილი მომიკლა… მოვკვდები, შევეწირები” – მამუკა ლომიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ფოტო – ტვ პირველი ვაკეში მოკლული მამუკა ლომიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ 25 წლის ბიჭის დედამ სასამართლოს დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ოჯახი სირაძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ კი დაკავებულს 15 წელი მიუსაჯა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს. ვერ ვაპატიებ ვერაფრით. ღირსია, სამუდამო უნდა მიუსაჯონ. როგორ არ მიუსაჯეს, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბამდე

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-18 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. […]