17 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს კვირეული – პიცის ფესტივალი გაიმართება

17 ნოემბერს, კვირას, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, იტალიური სამზარეულოს კვირეული – პიცის ფესტივალი გაიმართება. იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში დაიწყება ღონისძიებით, რომელიც იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცასა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ჩართულ ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას მიეძღვნება. პიცის ფესტივალი, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება, მოიცავს პიცის ცომის მომზადების მასტერკლასს საქართველოში […]
Web Summit 2024-ზე ქართული სტენდია წარმოდგენილი

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Web Summit 2024 მიმდინარეობს. ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდია წარმოდგენილი. მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი მესიჯია Start up in Georgia / Invest in Georgia, რომელიც შემუშავდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის, IT სექტორის პოპულარიზაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენის […]
გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა. გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და […]
ზატულინი აფხაზური ოპოზიციით უკმაყოფილოა

რუსმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ “აფხაზური ოპოზიციის ნაწილი აკრძალულ მეთოდებს მიმართავს და ეჭვქვეშ აყენებს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს საინვესტიციო შეთანხმებაზე, ზიანს აყენებს არა მარტო აფხაზეთს, არამედ მთლიანად მის იმიჯს, ასევე რესპუბლიკის ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან.” “ოპოზიციის ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, არ ერიდება აფხაზეთში გავრცელებული აკრძალული მეთოდების გამოყენებას, ანუ ცდილობს ხალხის მასები განაწყოს დეპუტატებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ […]
თბილისის საახალწლო ღონისძიებებზე 8,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს ახალი წლის ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამისთვის 8 576 967 ლარი დაიხარჯება. ინფორმაცია გამოქვეყნებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე. „კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების […]
RICCHI E POVERI რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ტყიბულში იმღერებს

ტყიბულში, იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს. კონცერტი ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება. ჯგუფი ოკუპირებულ ცხინვალშია ნამყოფი და ე.წ. პრეზიდენტ კოკოითს მათთვის “მეგობრობის ორდენიც” აქვს გადაცემული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანამ მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ის ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან […]
დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა – გენშტაბი

ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, ამ მიმართულებით ყველა თავდასხმა წარმატებით მოვიგერიეთ – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. „რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, – განუცხადა გენშტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალევმა Ukrinform-ს. მისივე თქმით, ოთხშაბათს ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ […]
სამი მცირეწლოვანი და-ძმა დაიღუპა ღაზაში, ლიბანში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას

AP-ი იმოწმებს პალესტინელი მედიკოსებს, რომლების ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, დაიღუპა ექვს წლამდე ასაკის სამი და-ძმა. მოკლულთა რიცხვი სულ მცირე, ექვსია არეალში, რომელიც ომმა გაანადგურა. ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ სახლზე ბეირუთის სამხრეთში, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, იტყობინება ჯანდაცვის უწყება. AP-ის ცნობით, ისრაელის ჯარმა ბოლო თვეში ალყა შემოარტყა და მნიშვნელოვანწილად […]
არჩილ გორდულაძე – „ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს საუბრობს, გახარია კი მათ გადაწყვეტილებას დასცინის – ეს არის მათი პატრონების დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გაიმიჯნონ

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს მათ კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატებზე უარი თქვან. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს უკვე. 2020 წელს, 2020 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში პარლამენტი შემდგარი იყო და საქმიანობდა, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეიძლება არც კი ჰგონიათ, რომ პარლამენტი იყო ჩვენს ქვეყანაში, […]
თინათინ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრ დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. საუბრისას გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის […]