“რა 15 წელი, შვილი მომიკლა… მოვკვდები, შევეწირები” – მამუკა ლომიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ფოტო – ტვ პირველი ვაკეში მოკლული მამუკა ლომიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ 25 წლის ბიჭის დედამ სასამართლოს დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ოჯახი სირაძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ კი დაკავებულს 15 წელი მიუსაჯა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს. ვერ ვაპატიებ ვერაფრით. ღირსია, სამუდამო უნდა მიუსაჯონ. როგორ არ მიუსაჯეს, […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბამდე

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-18 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. […]
საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, […]
საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება

მალე საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს. „სურსათის ბანკი“ ინსპექტირებას ექვემდებარება და გაწერილი აქვს ვალდებულებები სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დისტრიბუციას თავად „სურსათის ბანკი“ განახორციელებს. „გაერო-ს […]
დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენი მეთ გეთსი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენს ფლორიდის შტატიდან, მეთ გეთსს წარადგენს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გეთსი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის პოსტზე იმსახუროს.
კვარაცხელიას აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტს შეხვდა – El Nacional კატალონიური გრანდის ქართველთან დაკავშირებულ გეგმაზე

კატალონიური El Nacional-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” სახელს “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს დიდი ხანია უკავშირებენ. იწერება ისიც, რომ ესპანური გრანდი ორ ახალ შემტევს ეძებს და ერთ-ერთ ასეთად სწორედ ჩვენებური მოისაზრება. თანაც, გუნდის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ხვიჩა ძალიან ესიმპატიურება, თავად კვარაცხელიაც კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა. თავის მხრივ, […]
“ალბანელებს უნდა მივბაძოთ… ჩემი აზრით, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდება” – მარკევიჩმა საქართველო უკრაინის შეხვედრაზე პროგნოზი დააფიქსირა

73 წლის ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ერთა ლიგის მომდევნო მატჩისთვის, სადაც საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, თავისი პროგნოზი დააფიქსირა. “ჩვენი შემდეგი მეტოქე ბოლო დროს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ჩვენ უნდა მივბაძოთ ალბანელებს, რომლებმაც წინა ტურში მეტოქე სტუმრად დაამარცხეს. რატომ არ უნდა გვინდოდეს კარგი შედეგის გათვალისწინება, თანაც უკრაინელები ქართველებსაც და ალბანელებსაც შემსრულებლების მხრივ სჯობნიან. სერგეი […]
ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ

ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ. არსებული ცნობებით, კუპიანსკში საოკუპაციო ძალების ტექნიკის ორი კოლონა შევიდა, რომლის ნაწილიც უკრაინის ძალებმა გაანადგურეს. როგორც Deep State-ი აღნიშნავს, რუსულმა მხარემ სცადა დამატებითი ძალების გაგზავნა, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერზე დარტყმა განახორციელეს. ამასთან, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დასახლება ილინკა დაიკავა. 1tv.ge
თამარ კორძაია – დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია

დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მოსამართლე საქმის დეტალებს არ იცნობდა. „პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გუშინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, გუშინ სამართლის ხმა იყო, მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის […]
გია ხუხაშვილი – რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია – ახალი წლის მერე ველოდები ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. სწორედ ამიტომ, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დროში გაიწელება. გარდა ამისა, როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია ისიც, როგორ წარიმართება საქართველოს შიგნით მოვლენები და იქნება თუ არა პროცესი დინამიკური. „ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს […]