თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტთა ნაწილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს. როგორც „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ოთო ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული „მზარდი პროტესტი“ იმის მანიშნებელია, რომ „რუსული ხელისუფლება მალე დასრულდება“. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს „გვერდით დავუდგეთ“. „პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები […]

ლევან ბეჟაშვილი – პროკურატურა გადაქცეულია „ქართული ოცნების“ პროკურატურად და გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთავარ იარაღად გამოიყენება, რომ დაიფაროს და დაიმალოს გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები

საქართველოს პროკურატურა გადაქცეულია „ქართული ოცნების“ პროკურატურად და პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთავარ იარაღად გამოიყენება, რომ დაიფაროს და დაიმალოს გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები. „დღეს სისხლის სამართლის საპროცესო ბერკეტებით პროკურატურას სურს, რომ სასამართლოსა და სხვა დონის ადმინისტრაციას არ […]

“თბილისი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისი მზადაა საკუთარი, შუამავლის როლი შეასრულოს ერევანსა და ბაქოს შორის, თუკი მხარეების მხრიდან მსგავსი სურვილი იქნება. “თუ იქნება ინტერსი, რომ საქართველომ, მაგალითად, შუამავლის როლი შეასრულოს ან უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებათა პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ ამ მზაობის შესახებ. დღესაც არსებობს ეს მზაობა. თუ იქნება შესაბამისი ინტერესი, მზად ვართ შევთავაზოთ დახმარება […]

რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი

ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და ეს მისი პრიორიტეტი იქნება მას შემდეგ, რაც იანვრიდან 47-ე პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს. მისი თქმით, ის დაასრულებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მაშინვე, როგორც კი თეთრ სახლში შევა, თუმცა დეტალურ ნაბიჯებზე, როგორ მოახერხებს ამას, ჯერ არ უსაუბრია. “ჩვენ ვიმუშავებთ ახლო აღმოსავლეთზე, ასევე აქტიურად ვიმუშავებთ რუსეთსა და […]

Repubblica: “ბარსელონა” “ნაპოლის” კვარაცხელიას სანაცვლოდ ამ თანხის შეთავაზებას გაუკეთებს

იტალიური Repubblica “ბარსელონაში” “ნაპოლის” ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის ახალ დეტალებზე წერს. აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი “პარტენოპეის” 80 მილიონი ევროს შეთავაზებას გაუკეთებს. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ჩვენებურის მხარეს “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ ოდენობად ჩაწერა სურს. მოგეხსენებათ, გუშინ იტალიურ და ესპანურ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან […]

ბჟანია იუწყება სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენების დაწყების შესახებ

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები განხორციელდა, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „Абаза ТВ-სთან” ინტერვიუში. ტექნიკური ფრენების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმებოდა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა შეძლო საკუთარი ხარჯებით ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა. „გამონახეს სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები, შეიძინეს 24 ტრანსფორმატორი, საკუთარი ხარჯებით კვების ახალი ხაზი გამართეს და შეაკეთეს ორი ქვესადგური“. […]

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით“. „26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე „ძლიერმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა ცესკო-ს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული – დღეს მასშტაბური დემონსტრაციაა დაანონსებული

აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალებია მობილიზებული. ადგილობრივი მედია წერს, რომ, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, დეპუტატებს მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები. სესია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები […]

გარდაიცვალა „რა სად?როდის?” წევრი ბესიკ ბუთურიშვილი

რა სად?როდის?” წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. “ბესო 26 წლის წინ გავიცანი, ჯერ სტუდენტობისას როცა “რა სად როდის” თამაში დავიწყე ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. შემდეგ თითქმის 2 ათწლეული განმავლობაში ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო, უამრავი გამარჯვება ავღნიშნეთ ერთად საქართველოს თუ თბილისის ჩემპიონატებზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებაც დავიცავით ნაკრებში და ბევრი სხვა თავგადასავალიც გადაგვხვდა ამ […]

ქართველი გოგოები მსოფლიო სცენაზე: ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოდელები – Marao

ქართველების წარმატება მსოფლიოში ახალი თემა არ არის: არა ერთი მოდელი, მსახიობი თუ მომღერალი არსებობს, რომლებმაც მსოფლიო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ამ სტატიაში სწორედ წარმატებული ქართველი მოდელების შესახებ მოგიყვებით: მატილდა გვარლიანი მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, […]