“თბილისი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისი მზადაა საკუთარი, შუამავლის როლი შეასრულოს ერევანსა და ბაქოს შორის, თუკი მხარეების მხრიდან მსგავსი სურვილი იქნება.
“თუ იქნება ინტერსი, რომ საქართველომ, მაგალითად, შუამავლის როლი შეასრულოს ან უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებათა პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ ამ მზაობის შესახებ. დღესაც არსებობს ეს მზაობა. თუ იქნება შესაბამისი ინტერესი, მზად ვართ შევთავაზოთ დახმარება და მხარდაჭერა ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას”, – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე სხვადასხვა ფორმატში აქტიურად მსჯელობენ. მხარეებს შორის თბილისში მოლაპარაკებები ამ დრომდე დღის წესრიგში არ დამდგარა, თუმცა, თბილისის, როგორც შუამავლის როლის შეთავაზებაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ხშირად საუბრობდა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!