ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის შიდა გეგმა 10-პუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარვადგენთ

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს შიდა მდგრადობის გეგმაზე – ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ უკრაინა ძლიერი იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „განვიხილეთ რამდენიმე პუნქტი, მათ შორის კულტურული სუვერენიტეტი, რომელიც მოიცავს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე კულტურას და კულტურულ დიპლომატიას“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე განიხილეს გეგმის ის პუნქტებიც, რომლებიც უსაფრთხოებას, ენერგეტიკას და შეიარაღების […]

ელჩი – უკრაინაში ისრაელის ადრეული გაფრთხილების სისტემის ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა

ისრაელმა უკრაინას გადასცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადრეული გაფრთხილების სისტემის დასანერგად და სისტემის ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, სისტემის ნაწილს უკვე იყენებენ უკრაინელი სამხედროები. საუბარია ისრაელში წარმოებულ სამგანზომილებიან რადარებზე, რომელთა შეძენაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით. კორნიჩუკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს […]

ბათუმში სხვა თამაში იქნება!.. – კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს სანაკრებო გოლი ცოტათი მოენატრათ…

“ერთა ლიგა” გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა, ნაკრებები ამა თუ იმ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ, დაწინაურდებიან ან დაქვეითდებიან; არსებობს დასაწინაურებელი და დასაქვეითებელი პლეი-ოფები. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს, მას “ა”-ს გარდა, “ბ” ლიგის გამარჯვებულები თუ შეწვდებიან. უმნიშვნელობანესი შეხვედრებია “ბ” ლიგის იმ დაძაბულ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის. ვილი სანიოლის ფეხბურთელები უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ შაბათს, 16 ნოემბერს, 21:00 […]

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა, სოციალურ […]

ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისების განხორციელება დაიწყო

სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო […]

მოძრაობა შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. „შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 15 ნოემბრის […]

რუსეთი 51 უკრაინული დრონის მოგერიებას იუწყება

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 51 უკრაინული დრონი, მათგან 36 – კრასნოდარის მხარეში. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 10 დრონი მოიგერიეს აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3 – ყირიმში და 2 – ბელგოროდის ოლქში. კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ორი […]

უქმდება თუ არა პრობლემური სესხები? – რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი

ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, საუბრობს თემაზე უქმდება თუ არა 2021 წლამდე აღებული სესხები. „ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოხდება 2021 წლამდე აღებული სესხების ჩამოწერა, გაუქმება. მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არ არსებობს არც ერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ამ ინფორმაციას გაავრცელებს ან დაადასტურებს. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ არ შეწყვიტოთ თქვენი სასესხო ვალდებულების შესრულება. […]

“თოვლი, ქარი, წვიმა” – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): […]

ირაკლი კობახიძე – პროგრამა მინიმუმს მიაღწიეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პატრონებმა, ეს პოლიტიკური ძალა ოთხ ნაწილად დაშალეს და ოთხ სუბიექტად შეიყვანეს პარლამენტში – მგონია, რომ პატრონები დავალებას მისცემენ ამ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში

მათთვის არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, იყო ხელისუფლების შეცვლა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ არსებობდა ასევე პროგრამა მინიმუმი, ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაწევრება, რათა იმაზე მეტი შედეგი მიეღოთ, მათ შორის 5-პროცენტიანი ბარიერის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის პატრონების გეგმებზე საუბრისას […]