„საქსტატი“ – 2023 წელს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება. „რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.9 […]

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს: ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე და ანა მღებრიშვილი. შესაბამის ბრძანებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს მოაწერა. ბაია კვიციანი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი იყო. ბაია კვიციანი 2010-2011 წლებში თბილისის მე-9 საჯარო სკოლა, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი იყო, ამავე წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV, VII მიკრორაიონების და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ლალიონის, ხუდადოვის, არჩილ და გია ქურდიანების, მესხის, მანგლისის, კელაპტრიშვილის, ასათიანის, ზაქარაიას, სოლომონ ქურდიანის, ინანიშვილის, […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალი პროექტი Batumi Villas განხორციელდა

ბაზისბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშენებლო კომპანია ლუქსმშენმა “Batumi Villas” განახორციელა. ახალი პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ, 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. “Batumi Villas” ბათუმის ახალ ბულვართან, გ. ანწუხელიძის ქ. 81-ში მდებარეობს, რომელიც განსხვავებული კონცეფციის ევროპული ტიპის დასახლებაა და გამორჩეული არქიტექტურის 10 საცხოვრებელ ვილას მოიცავს. კომპლექსი ყველანაირ პირობას უქმნის […]

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15-18 ნოემბერს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და […]

რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 […]

„ყავის ფასი 60-70%-ით გაგვიძვირდა“ – იმპორტიორები გაზრდილი ფასის მიუხედავად ყავაზე მოთხოვნის შემცირებას არ ელოდებიან

გლობალური დათბობის პირობებში ყავის მწარმოებელმა ქვეყნებმა მარცვლეული კულტურის მოსავლის გაცილებით ნაკლები რაოდენობა მიიღეს. შედეგად ყავის ფასმა მთელს მსოფლიოში მოიმატა. საქართველოში ყავის შემომტანი ერთ-ერთი კომპანია ,,ომპეტია’’, რომლის გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათთვის ყავაზე ფასმა 60-70%-ით მოიმატა. ,,60%-70%-ით გაძვირდა ინდონეზიური ყავა. ფასი გააძვირა ყველა ქვეყანამ, სადაც ყავა მოჰყავთ. 19 ტონა ყავის ღირებულება, რაც ერთ მოცულობას […]

თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 145 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს — საკვებს, ღვინოსა და სხვა სასმელებს, საჩუქრებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, […]

ათ წელიწადში საქართველოში 217 ჰესის აშენება იგეგმება – როდის ამუშავდება ნამახვანის, ნენსკრას და თბილისის ჰესები?

ათ წელიწადში საქართველოში 217 ჰესი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს ელექტროქსელების განვითარების გეგმაშია აღნიშნული. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, გეგმის მიხედვით კი ათ წელიწადში ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10336 მგვტ-მდე. „ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2387 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 1023 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ […]

„საქსტატი“ – 2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება. „რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.9 […]