შსს-მ ცესკოსთან მსვლელობაზე 3 ადამიანი დააკავა

აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.

როგორ გადანაწილდა საპარლამენტო მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით

ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს. ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა წარადგინა. „წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მის მონაცემებს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო […]

მათ მონურ, მარიონეტულ ლაქიაობას – ცნება ქართველი ან ქართველობა, ვამპირისთვის ვერცხლის ტყვიის ტოლფასია – დავით ქართველიშვილი პროფესორ-მასწავლებლებზე

„როდესაც ვიღაც “პროფესორი” გენდერფემინა საქართველოს ქუჩებში არარსებულ “სობაკებს” ებრძვის, ან მისი გამოზრდილი ბაკალავრები დედანაგინებ პოლიციელებს “მილიციონერებს” ეძახიან – ცნობისმოყვარეობით ინტერესი გიბიძგებს ბოლომდე გაჰყვე ამ ფსიქიატრიას: ფსკერზე ჯერ არ დაშვებულან თუ უკვე ქვემოდან აკაკუნებენ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც იმ პროფესორ-მასწავლებლების ქცევას ეხმიანება, რომლებიც სტუდენტებს აქციებისკენ მოუწოდებენ. მისივე თქმით, ის […]

ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება. „გილოცავთ! […]

ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი. ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12. საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: […]

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულ დონეზეა. მას შემდეგ რაც ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე აშშ-მა და ევროკავშირმა ტარიფები გაზარდეს, რუსეთის ბაზარი ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ერთგვარი ხსნა აღმოჩნდა. Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთში ევროპული, კორეული და იაპონური ბრენდების გაყიდვები კრიტიკულად შემცირდა. თუ ომის დაწყებამდე ამ ბრენდების წილი რუსულ ავტობაზარზე, 69%-ს შეადგენდა, წელს 8.5%-მდეა დასული. ანალიტიკური სააგენტო […]

აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობისას 2 ადამიანი დააკავეს

აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობისას პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განუცხადა, რომელიც ადგილზე იმყოფება. „ფორმულას“ ცნობით, დაკავებულთა შორისაა „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. ცესკოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და სკანდირებენ „ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“ მსვლელობისას პოლიციასა და მსვლელობის მოქალაქეებს შორის […]

დრამა და 101-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი – მეგა მატჩი სამხრეთ ამერიკაში [VIDEO]

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი ურუგვაიში, სტადიონ “სენტენარიოზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და კოლუმბია დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. პირველ ტაიმში თავი კოლუმბიელთა შემტევმა ნახევარმცველმა, კუინტერომ გამოიჩინა, ამას მოჰყვა დევინსონ სანჩესის ავტოგოლი და როდრიგო აგუირეს შედეგიანი გასროლა, შემდეგ იყო ადრეს გომეშის 96-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი, თითქოს ყველაფერი ასე უნდა […]

ცესკოსთან აქცია დასრულდა – აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობას მართავენ

ცესკოსთან აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებს გაათავისუფლეს. ამ წუთებში მსვლელობა აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს. პერიოდულად, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია იძაბება, რომლის მიზეზი საპოლიციო ძალის მიერ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაა. ამ დროისთვის სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, 2 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებს ასევე […]

გიორგი შარაბიძე – პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში ჩავდეთ ჩვენი პროფესიული და ცხოვრებისეული სახელი და თუ დადასტურდება, რომ რაიმე გადაცდომა მაქვს, აბსოლუტურად ღია ვარ ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობისთვის

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში ჩავდეთ ჩვენი პროფესიული და ცხოვრებისეული სახელი და თუ დადასტურდება, რომ პირადად მე რაიმე გადაცდომა მაქვს ამ პროცესში, აბსოლუტურად ღია ვარ ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობისთვის, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩევნები შეაჯამეს. შარაბიძემ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერი წევრების მიერ ცესკო-ს სხდომის დატოვებაზე და მათ რიტორიკული კითხვა […]