აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა

ცესკოს შენობასთან დაწყებული აქცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობის სახე მიეცა დასრულდა. მსვლელობის მონაწილეებს, აქციის დასრულებისკენ პოლიტიკოსებმა მოუწოდეს. მათი თქმით, დღევანდელმა აქციამ ხელისუფლების სუსტი ძალა აჩვენა და ხალხს ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს. „ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ხვალ, 19:00 საათზე სამოქალაქო სექტორს აქვს დაანონსებული აქცია და შევუერთდეთ! ეს არის სულ მათი ძალა, ახლა აქ რამდენი პოლიციელიც […]

ლექსო ლაშქარავას ცემაში მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს

ციხიდან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემაში მსჯავრდებულები გამოვიდნენ. მათ შორის საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა დავით კუტალაძემაც. მათ ციხე, სავარაუდოდ, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენებით დატოვეს. 2021 წლის 5 ივლისს დავით კუტალაძე და ძალადობრივი ჯგუფების სხვა წარმომადგენლები TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოძრაობა სირცხვილიას ოფისში ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც […]

,, ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ “გაჟონა” ბიძინას საარჩევნო სისტემამ! ” – ნიკა გვარამია

დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ. ნიკა გვარამია წერს: ,,დათო კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ “გაჟონა” ბიძინას საარჩევნო სისტემამ! გაგიმარჯოს, კირთა!” შეგახსენებთ, დავით კირთაძემ სხდომაზე განაცხადა: “თქვენ საქართველოს წაართვით მომავალი და ქვეყანას მიაქანებთ რუსეთისკენ, თქვენ თავმჯდომარე კი არა , ხართ “ტოჩკა რუ”, შავ […]

როსკომნადზორის თხოვნით, Apple-მა პლატფორმიდან აიღო რადიო თავისუფლების კიდევ ერთი აპლიკაცია

აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ, Apple-მა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) შეატყობინა, რომ პლატფორმიდან აიღო მისი კიდევ ერთი აპლიკაცია – რუსეთის მარეგულირებელი უწყების, როსკომნადზორის თხოვნის საფუძველზე. ეს აპლიკაცია ეკუთვნის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს – რომელიც, თავის მხრივ, განათავსებს ვებსაიტებს მისი პარტნიორი რეგიონული პროექტებისა Siberia.Realities და North.Realities. მანამდე Apple-მა პლატფორმიდან აიღო რადიო RFE/RL-ის ყირგიზული სამსახურის […]

კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო შსს-მ გამოიძება დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავის საღებავის შესხმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა […]

ავსტრის კანცლერი: ქვეყანას აქვს “გაზპრომის” გაზის ალტერნატიული რესურსი

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” ავსტრიის კომპანია OMV-ს გაზის მიწოდებას 16 ნოემბერს შეუწყვეტს, – განაცხადა ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა და დასძინა, რომ ავსტრიის გაზის მარაგი სავსეა და მას აქვს ალტერნატიული, არარუსული რესურსი. შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მოსდევს OMV-ის განცხადებას, რომ ის “გაზპრომს” შეუწყვეტდა ავსტრიული ნაწილისთვის მიწოდებული გაზის საფასურის გადახდას – იმ 230 მილიონი ევროს დასაბალანსებლად, რომელიც მან […]

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე […]

გიორგი ვაშაძესა და ვაჟა სირაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

პატრულს რომ იარაღი აქვს პირველად გაიგე? რა შუაშია პროტესტის ფორმა? წადი, გაიარა რა, – ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საპროტესტო მსვლელობის დროს. აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართეს, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის. გიორგი ვაშაძის თქმით, მშვიდობიანი მანიფესტაცია […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს

დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა. რადგან თუ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ ევროპაში ერთიანობის სიმტკიცეც შეიცვლება. ექნება თუ არა ამას გავლენა დახმარების გაზრდაზე? არა, ეს მხოლოდ მის შემცირებაზე იქონიებს გავლენას“, – […]

შსს-მ კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება ცესკოს მომართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის […]