საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი – ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, ორი პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის სერგი ბზიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, ორი პირია დაკავებული. მისი განმარტებით, დაკავებულები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებებს. როგორც მან აღნიშნა, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ორი პიროვნებაა ამ წუთას დაკავებული. გზას კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებას”, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან”.
რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკზე, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მათ ნაწილობრივ გაარღვიეს უკრაინელთა თავდაცვა. უკრაინის ძალებს კვირების განმავლობაში უჭირდათ შეკავება რუსეთის სამხედროებისა, რომლებიც ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ სარკინიგზო და სატრანსპორტო ცენტრიდან, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით. კუპიანსკს უკრაინის ძალები აკონტროლებენ 2022 წლის შემოდგომიდან – როცა მათ […]
წარმატებული მწერლის „მთელი ჰექტარი სამოთხე“ და „სიყვარული, რომელიც გათენებებით იზომება“

ჩვენი დღევანდელი მასალის გმირი პროფესიით თეატრმცოდნე გიორგი გამსახურდიაა, მაგრამ დღეს ისე იცნობენ როგორც წარმატებულ დრამატურგსა და მწერალს. მისი პიესები არა ერთი ქვეყნის სცენაზე წარმატებით დაიდგა. მწერლის მოთხრობები საქართველოს გარდა დაბეჭდილი და გამოცემულია: ამერიკაში, რუსეთში, ფინეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. დღეს, მწერლის ალღოსა და ფანტაზიას ტურისტულ ბიზნესში იყენებს. როგორც თავად გვითხრა, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს თემაზე […]
“გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო” – ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა

შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო. გიორგი შარაბიძემ საზოგადოებისთვის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა განმარტა. “დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 2024 წლის […]
საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, სულ ცოტა ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით ვერ უდასტურებენ ინფორმაციას – საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავების შესახებ. დაკავების სავარაუდო ფაქტის თვითმხილველი რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც გახდა. “ფორმულას” ინფორმაციით, დაკავებულია ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, რომელიც, ცესკოსთან, მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობდა. არის ინფორმაცია კიდევ რამდენიმე პირის დაკავების შესახებ. ცესკოს შენობასთან დაწყებული აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ […]
თეონა აქუბარდია – კალანდარიშვილი არის ივანიშვილის ნების გამტარი – ახლა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავახევინებთ უკან ივანიშვილს

კალანდარიშვილი არის ივანიშვილის ნების გამტარი, ამიტომ არ ჰქონდა მას ლეგიტიმაცია ოპოზიციიდან, როდესაც ის აირჩიეს- ახლა ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად დავახევინებთ უკან ივანიშვილს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. მისივე თქმით, მათ დაწერეს […]
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მუშაობას აგრძელებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მუშაობას აგრძელებს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა გვიან ღამით სამთავრობო კოალიციაში შემავალი ოთხი პარტიის საგანგებო სხდომა გამართა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების ფინანსთა უმცროსმა მინისტრმა, ნორა აშაბარმა, რომელიც პარტია „ახალი სოციალური კონტრაქტის“ წევრია, თანამდებობა დატოვა. ნორა აშაბარის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ადგილობრივ მედიაში ინფორმაცია სხვა მინისტრების გადადგომის შესახებაც გავრცელდა, რამაც კოალიციური […]
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 4 ოპოზიციური სუბიექტიდან ყველაზე მეტი – 19 მანდატი გვარამია-მელიას კოალიციამ მიიღო, “ნაციონალურ მოძრაობას” 16, “ძლიერ საქართველოს” 14, გიორგი გახარიას პარტიას კი 12 მანდატი აქვს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, რომლებიც პარლამენტში, ჯამში 61 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი. მათგან ამომრჩეველთა ყველაზე დიდი 11.03%-იანი მხარდაჭერა და 19 მანდატი, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ კი – 12. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს […]
23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სამივე ხარისხის მედლის მოპოვებით დაიწყო

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა პილას ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია ვაჟთა ნაკრების წარმომადგენელმა გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ). იუნიორებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრებში მოუგო უკრაინელ და სომეხ მოწინააღმდეგეებს, მეოთხედფინალში ვაზარით გაიმარჯვა ხორვატ მატეია სტოსიჩთან, ნახევარფინალში ასევე ვაზარით […]
საპროტესტო მსვლელობა ცესკოდან – პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.