U21 | ხორვატია V საქართველო – 18 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს, ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უკვე ხორვატიაში იმყოფება და ხვალ, 18 ნოემბერს, რიეკაში, რუევიცაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მანამდე კი საპრესკონფერენციო დარბაზში, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი […]
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის ჯარებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს დაარტყეს. მერიის და პროკურატურის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც დაზიანებულია 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის […]
უწყვეტი პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს. გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით – მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი. არსებული ინფორმაციით ერთ საათში, დაახლოებით დილის 9 საათზე ოპოზიციის ლიდერები განცხადებას გააკეთებენ და საზოგადოებას სამომავლო გეგმას გააცნობენ. მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით განმავლობაში […]
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საქართველო უკრაინის შემდეგ დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება. როგორც ცნობილია, საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, განიხილება დოკუმენტი, რომელიც […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ოპოზიციის მოქმედებას “გადატრიალების მცდელობას” უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დე ფაქტო უწყების შეფასებით 15 ნოემბერს „რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობა“ იყო. „მომხდარი დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე“. განცხადების თანახმად, „პრეზიდენტი“ ალსან ბჟანია „რესპუბლიკაში იმყოფება და განაგრძობს ქვეყნის მართვას“ „მიიღება ყველა აუცილებელი ზომა […]
„ასეთ რამეს არ აანონსებენ“ – ზელენსკი დასავლური რაკეტებით რუსეთზე მოსალოდნელ დარტყმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას მისცეს მათგან მიღებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, რასაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზელენსკი გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, დარტყმა სიტყვებით არ ხდება. „ასეთ რამეს არ აანონსებენ. რაკეტები თავის სიტყვას თავად […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება?

ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), უჩანეიშვილის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის, იფნევის, კვერნაულის, ჭყონდიდელის, მოლითის, რაფიელ ერისთავის, ვაზიანის, გოგაშენის, დვირის,ზვარეთის, არალეთის, მექანიზაციის, ბჟოლეთის, ედისის, […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენ ეს შევძელით, ერთი ღამე გადალახულია, ასე გადავლახავთ ყველაფერს – შემოგვიერთდით, მოდით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია!

ვაგრძელებთ პროტესტს. 12 საათი გავიდა, ყველაზე რთული დრო გადალახულია, რთული ღამე გავიარეთ – საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამით და ბიძინასაც მოვაშორებთ ამ ქვეყნიდან,- ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. მისი თქმით, პროტესტის რთული ეტაპი უკვე გადალახულია. „ნელ-ნელა ქალაქი იღვიძებს და ყველას ვეუბნებით, […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – ქვეყნის 5 ოლქში 59 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ მოსკოვის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და ტულას ოლქების თავზე 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, კიევი, აღნიშნული დრონებით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 დრონი მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 45 ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 – კურსკის […]
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

მოსკოვის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს გამთენიისას განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეში ჩამოაგდეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მეორე ცნობა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი დრონი ჩამოაგდეს პავლოვსკი-პოსადშიც. მოსკოვის […]