სოხუმში აფხაზეთის ე.წ. „სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის“ შენობის დაკავება სცადეს, დაცვამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ […]

აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს. ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი. აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი. […]

სოხუმში აფხაზეთის ე.წ. „სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის“ დაკავება სცადეს, დაცვამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – […]

ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის ლიკვიდაციას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის ძალების მტკიცებით, აფიფი “კონტაქტში იყო მაღალჩინოსნებთან და უშუალოდ მონაწილეობდა ისრაელის წინააღმდეგ” „ჰეზბოლას“ ტერორისტული მოქმედებების წინსვლასა და განხორციელებაში”. „აფიფის მიერ ლიბანური მედიისთვის გადაცემული შეტყობინებები ადიდებდა და წაახალისებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს […]

გიტანას ნაუსედა – ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას – მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა, მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ადასტურებს, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია გიტანას ნაუსედას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. ნაუსედას განცხადებით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. „ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს […]

პაპუნა შარიქაძე ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

24 ნოემბერს, ქართველი მუსიკოსი პაპუნა შარიქაძე ნიუ-იორკში, ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში Drom, პირველ სოლი კონცერტს გამართავს. პაპუნა შარიქაძესთან ერთად მაყურებელი სცენაზე მუსიკოსებს: ხონძის (საქსოფონი), რონი ეიტანის (ჰარმონიკა), ტალ მაშიაჩის (ბასი) და ტაისონ ჯექსონს (დასარტყამი ინსტრუმენტი) იხილავს. როგორც აღვნიშნეთ, ეს პაპუნა შარიქაძის პირველი სოლო კონცერტია ამერიკაში და ამ კონცერტზე პირველად შესრულდება მისი ახალი სიმღერაც.

ხატია დეკანოიძე – ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს – ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი ვერ გაუძლებს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად მთლი ღამის განმავლობაში გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დეკანოიძის თქმით, “ქართული ოცნება” – “რეჟიმი ვერ გაუძლებს”. „ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს. ვინც დაიძინა, ვინც დაისვენა, მოვიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ. […]

გიტანას ნაუსედა – ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას – მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა, მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ადასტურებს, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია გიტანას ნაუსედას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. ნაუსედას განცხადებით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. „ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს […]

გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს – გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ

ვინც გვიყურებს, ვინც ახლა გამოიღვიძებს, გთხოვთ, რომ სამსახურის ნაცვლად აქ მოხვიდეთ – შემოგვიერთდეთ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთი ჩავენაცვლოთ და საზოგადოება გავამხნეოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ლიდერები წასვლას არ აპირებენ და ადგილზე იქნებიან. „ახლა დილის 6:00 საათია და […]