ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს. საბჭოს სხდომა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება. საკითხზე მთავარი მომხსენებელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა […]

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ უკვე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი – რა ხდება ახლა ვაკეში, სადაც ოპოზიციამ გზები გადაკეტა?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს. კერძოდ, მათ ადგილზე 20-ზე მეტი კარავი გაშალეს. ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით. კარვების გაშლის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ რამდენიმე მიმართულებითაა შეფერხებული. ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებული არიან […]

გვარამია: წინ ხანგრძილივი და დაუღალავი ბრძოლაა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ

დიდი მადლობა, რომ ერთად ვართ. დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ამისთვის – არ არის მარტივი მსგავს სიცივეში ღამის თევა. მინდა გთხვოთ, რომ დაველოდოთ მათ, ვინც ახლა მოვა და მათ ვთხოვ, რომ ჩაენაცვლონ ყველას, ვინც დაიღალა, გაითოშა და დიდი ხანი იდგა აქ. ჩვენ ერთმანეთის შეცვლა გვჭირდება […]

ნიკა გვარამია – წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში – ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ – მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ

ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ – ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. მისი თქმით, წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა. „მეგობრებო, წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. კვლავ დიდი […]

გიორგი ვაშაძე – დაღლილობას ვერ ვგრძნობ, იმდენად სასიამოვნო საუბრები იყო მთელი ღამის მანძილზე – ზოგი ამბობს, მეორე ღამეც ხომ არ დავრჩეთო, მაგრამ მოდით, რაც ვთქვით, ის გავაკეთოთ: 20:00 საათამდე ვართ აქ – გელოდებით, ვინც ეკრანებიდან გვიყურებთ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვები გაშალეს და ღამე გაათენეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 20:00 საათამდე დარჩებიან. თუ როგორია შემდეგი სამოქმედო გეგმა, აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის ლიდერებს არ უსაუბრიათ. ვაშაძემ საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. „ასე მხნედ, ენერგიით, ძალიან დიდი პოზიტიური განწყობით ვიყავით მთელი ღამე აქ. ბევრს […]

ნიკა მელია – ცივა?! მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! – უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში

ცივა?! მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! – უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. მისი თქმით, გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. მელიას განცხადებით, დღევანდელი არაორდინალური […]

სოფო ჯაფარიძე – ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა – მჯერა, რომ არ დაიღლებით, მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე

ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა – მჯერა, რომ არ დაიღლებით, მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილ მოპოვებულ გამარჯვებას, – ასე მიმართა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. მან მოქალაქეების აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. „მეგობრებო, დილა მშვიდობისა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე […]

ხატია დეკანოიძე – გელოდებით ყველას, ვინც ტელევიზორთან, „ფეისბუქზე“ სხედხართ – გამოდით, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. დეკანოიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. „ერთი რამ მინდა ვთქვა, კუთხეში, ერთი ბატონი ზის, არც სახელი ვიცი, არც გვარი. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ, რომ კადრები ამოიღოთ, მთელი ღამის განმავლობაში, როგორი ენერგიით იყო – საქართველოს და ევროკავშირის დროშით. […]

“ტენილი ყველის მასტერკლასები პოპულარობით სარგებლობს” – “კოოპერატივი მესხეთი”

„კოოპერატივი მესხეთი“, რომელიც უკვე 5-6 წელია ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში ოპერირებს, ამჟამად თვეში 300-400 კილოგრამ ტენილ ყველი აწარმოებს. როგორც საოჯახო რძის საწარმოს დამფუძნებელი, გალინა ინასარიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს მსხვილ მარკეტებში ყიდიან. გარდა ამისა, ისინი მომხმარებლებს ტენილი ყველის მასტერკლასს სთავაზობენ, რომელიც მათ სერვისებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს ადგილობრივი, […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ […]