29-30 ნოემბრის ღამეს, აქციაზე დაშავებული 40 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში – ჯანდაცვის სამინისტრო

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების – 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს – 2 წარმომადგენელია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი, […]
თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნება

იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილის მსგავსად, თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. 30 ნოემბრის 18:30-ისთვის განცხადებას ხელს 130 თანამშრომელი აწერს. მათი რიცხვი მზარდია. განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ. განცხადებაში წერია: „ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ […]
სახალო დამცველი – სპეცრაზმი ლინჩის წესით უსწორდება მოქალაქეებს

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო უარს ამბობს მოლაპარაკებების გახსნაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2028 წლამდე, თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები მოითხოვენ პრორუსული კურსის ცვლილებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას. პროტესტის განმავლობაში, პოლიციამ 150 ადამიანი დააკავა და მათ ნაწილს სასტიკად გაუსწორდა. 30 ნოემბერს, პროტესტის რამდენიმეგზის დარბევისა და სასტიკად მოპყრობის შემდეგ, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება და პოლიციის ქმედებას […]
ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ , CERN-მა, შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებთან თანამშრომლობა

ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ, CERN-მა, 30 ნოემბრიდან შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებთან თანამშრომლობა. საქმე ეხება დაახლოებით 350 მეცნიერს რუსეთიდან. CERN-ი ცნობილია პირველ რიგში თავისი დიდი ჰადრონული ამაჩქარებლით – მსოფლიოში უდიდესი სამეცნიერო დანადგარით. მის მშენებლობასა და კვლევებში ჩართულია 100 ქვეყნის 10 ათასამდე მეცნიერი, მათ შორის – რუსეთიდან. რუსეთთან რომ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, ამის შესახებ CERN-მა 2023 წლის დეკემბერში […]
ვგმობთ კოლეგებზე ძალადობას – ჟურნალისტებმა აქცია გამართეს ზუგდიდში

ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა დაგმეს სპეცრაზმის და პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების ცემისა და ძალადობის ფაქტები. ამასთან, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს დაშავებულ კოლეგებს. აქციის მონაწილეების თქმით, ჟურნალისტები ხელშეუხებელი არიან ომის პირობებშიც და დაუშვებელია ის, რაც მოხდა დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე. “ჟურნალისტებზე იძალადეს ისე, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, ხელისუფლებას, სამართალდამცავებს, რომ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას […]
თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება

თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. „ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის […]
ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს – პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, სემეკისა და სებ-ის თანამშრომლების ნაწილი

ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს – პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, სემეკისა და სებ-ის თანამშრომლების ნაწილი პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, სემეკისა და სებ-ის თანამშრომლები ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ემიჯნებიან “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ კურსს. “ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც […]
“პირველ არხთან” ხმაური და დაპირისპირებაა

“პირველ არხთან”, სადაც მაუწყებლის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა. უფრო კონკრეტულად, აქციის მონაწილეები საეთერო დროს ითხოვენ და სურთ, რომ “პირველი არხის” შენობაში შევიდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტელეწამყვან ნინო ზაუტაშვილის ეთერს ითხოვენ და ამბობენ, რომ თავად წამყვანმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადამიანს და ვის დაუთმობს საკუთარი გადაცემის დროს. მათ “პირველ არხის” გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა […]
მამუკა მდინარაძე – საშინელი სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა, ამას გამართლება ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალადობის ინიციატორი რამდენიმე ასეული დემონსტრანტია – ზიანდება ქართული სახელმწიფო

არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული […]
პაატა დავითაია – სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული ადამიანები, რომელთა დაკავების ფორმები ყოველგვარ სტანდარტს სცდება – ტრავმა, რომელსაც ძალადობრივი ქმედებებით მომავალი თაობა იღებს, ძალიან მძიმე და მტკივნეულია

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც განხორციელდა აქციებზე დაკავებულ პირებზე, როგორც დაკავების პროცესში, ასევე შემდგომ. დაკავების ის ფორმები, რაც იყო გამოყენებული მომიტინგეთა მიმართ, სცდება ყოველგვარ სტანდარტს – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაია 29-30 ნოემბრის აქციებზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, რომ დაკავებულთა შორის არის ცნობილი პოეტი და ქართული ენის […]