“პოლიციის დატროლვა ვისწავლეთ” – ბათუმის ქუჩებში 4 საათზე მეტია მიტინგებია

ეს არ არის პროტესტი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ რაღაცას, არა, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის. მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. გუშინ როგორც გავაკეთეთ, ჩვენც ვისწავლეთ პოლიციელების დატროლვა, ვეუბნებით, მივდივართ აქ, მაგრამ მივდივართ სხვაგან. გუშინ15 წუთში მოაბილიზეს მთელი აჭარის რობოკოპები და დარჩათ მობილიზებულები. დღესაც მოაბილიზებენ და დარჩებათ დაყუდებული. კითხვა რად უნდა, […]

ვგმობთ “ოცნების” ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და “ქართული ოცნების” მიერ ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას გმობენ. “ჩვენ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, ვგმობთ “ქართული ოცნების” ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებას და ემსახურება კრემლის ინტერესებს. პატივს ვცემთ რა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვეების ხსოვნას, […]

Visioner: გუშინ, ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას 100 000-მდე ადამიანი აპროტესტებდა

Visioner-ის ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას 100 ათასამდე ადამიანი აპროტესტებდა. “გუშინდელი დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სულისშემძვრელი იყო, სადაც 100 000-მდე ადამიანი აპროტესტებდა ხელისუფლების ანტიდასავლურ და პრორუსულ ცვლილებას,” – წერს Visioner-ი.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს სოციალური მუშაკები ემიჯნებიან

“ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს სოციალური მუშაკები ემიჯნებიან. “ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად. ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი […]

მოლდოვის საგარეო: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. “სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველოსთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს – ჯანდაცვის სამინისტრო

29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს – ამის შესახებ “კომერსანტს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. “29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – […]

სოციალური მუშაკები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას ემიჯნებიან

საქართველოს სოციალური მუშაკები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას ემიჯნებიან. საერთო განცხადებას ამ დროისთვის საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე 163 სოციალური მუშაკი უერთდება. სია განახლებადია. “კომერსანტი” სოციალური მუშაკების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, […]

მამუკა მდინარაძე – „ნაცმაიდნის“ განხორციელების საშუალებას არავის მივცემთ, გამორიცხულია – სიტყვით გაპროტესტება არავის უცდია, ძალით ცდილობენ და სახელმწიფოს ვერ მოერევიან

„ნაცმაიდნის“ განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ, გამორიცხულია – თავად მიტინგის მიმდინარეობისას, სიტყვით გაპროტესტება არავის უცდია, ცდილობენ ძალით და ძალით სახელმწიფოს ვერ მოერევიან, რომელიც თავის ადგილას დგას – ამ ქვეყანას გმირი პოლიციელები პოლიციელები, რომლებიც არავის დაანებებენ მას მოგონილი თემებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, მათ „სწორი გადაწყვეტილებით, 16-20 […]

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მყარად დგანან

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. […]

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – როგორც ევროკავშირის წევრი, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში

რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, – ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოლიდარობას ასევე უცხადებენ ქართველ დიპლომატებსაც. „როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში. ჩვენი სოლიდარობა ასევე ეხება ქართველ დიპლომატებს, […]