ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ , CERN-მა, შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებთან თანამშრომლობა

ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ, CERN-მა, 30 ნოემბრიდან შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებთან თანამშრომლობა. საქმე ეხება დაახლოებით 350 მეცნიერს რუსეთიდან.
CERN-ი ცნობილია პირველ რიგში თავისი დიდი ჰადრონული ამაჩქარებლით – მსოფლიოში უდიდესი სამეცნიერო დანადგარით.
მის მშენებლობასა და კვლევებში ჩართულია 100 ქვეყნის 10 ათასამდე მეცნიერი, მათ შორის – რუსეთიდან.
რუსეთთან რომ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, ამის შესახებ CERN-მა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა. ბელარუსთან ხელშეკრულებას წელს ივნისში გაუვიდა ვადა.
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ, CERN-მა რუსეთს დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა. ორგანიზაციის წევრმა 23-მა სახელმწიფომ „მტკიცედ დაგმო“ რუსეთის აგრესია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს