ალექსანდრე დარახველიძე – როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იქნეს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც კანონითაა დაშვებული – პოლიცია იყენებს ამ საშუალებას

როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იქნეს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით, ეს გაზი იქნება, თუ სხვა საშუალებები, საღებავიც შეიძლება იქნეს გარეული და ა.შ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას, – ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტის კითხვას – აქციაზე გამოყენებულ წყლის ჭავლში იყო […]
შეთანხმება შედგა – საზმაუ მოქალაქეებს ეთერს დაუთმობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაურინი დისკუსიის შემდეგ, შეთანხმება შედგა. მოქალაქეებს ეთერი 20:00-ზე დაეთმობათ. მათი სიტყვა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ”რეალურ სივრცეში” გაჟღერდება. რამდენიმე წუთის წინ ვასილ მაღლაფერიძესა და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობისგან ეთერის დათმობას და აქციის ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ. ცნობისთვის, დღეს გადაცემა ”რეალური სივრცემ” განცხადება გაავრცელა: ჩვენ ვხედავთ, როგორ უმოწყალოდ სცემენ პროტესტის […]
გავრცელებული ინფორმაციით ფოთის პორტისკენ მისასვლელი გზა გადაიკეტა

არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოდიან ფოთშიც. მთავარი არხი, ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ პროტესტის მონაწილეებმა გადაკეტეს ფოთის პორტთან მისასვლელი გზა – ნაბადას უბანში არსებული ხიდი.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 170-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 170-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. განცხადების ხელმომწერებს შორის არის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება: “საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და […]
”საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ” -ეუთო/ოდირი

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და სამართალდამცველების მიერ აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებას ეხმაურება. ოდირი საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას გმობს და აღნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული. ძალის არაპროპორციულმა და განურჩეველმა გამოყენებამ […]
ე.წ. მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება – სმპკ

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერს, რომ არალეგიტიმური მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება და რომლისკენაც მიილტვის ქართული საზოგადოება. ასევე განცხადებაში, სმპკ პროტესტში მონაწილე ყველა მოქალაქეს სოლიდარობას უცხადებს. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბ-ი ირაკლი კობახიძის გამოსვლას, რომელშიც მან ფაქტობრივად იანუკოვიჩის სიტყვები გაიმეორა […]
ხელისუფლების გადაწყვეტილებას ა(ა)იპ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების 250-მდე თანამშრომელი ემიჯნება და ყველა ღონისძიებას დროებით აუქმებს

ვემიჯნებით ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტასა და ქვეყნის განვითარების კიდევ ოთხი წლით შეჩერებას – ნათქვამია ა(ა)იპ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისათვის 250-მდე თანამშრომელი აწერს: ა(ა)იპ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მიგვაჩნია და ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და უკან მოტოვებული […]
პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, სემეკის, ეროვნული ბანკის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: “ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე […]
ხელისუფლების გადაწყვეტილებას თბილისის მერიის თანამშრომლები ემიჯნებიან

თბილისის მერიის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ამ დროისათვის 120-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს: “ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, […]
“რაც ვნახე, არის სიმხეცე” – დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემნი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციის დაკავებული მონაწილეები დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით, 15-მდე დაკავებულიდან 2-ის გარდა, ყველა აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა. “ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. რაც ვნახე, არის […]