iPhone-ი Alaska Airlines-ის 4 876 მეტრზე მყოფი თვითმფრინავიდან ჩამოვარდნას გადაურჩა

4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის მიერ კორპუსის ნაწილის დაკარგვის შემდეგ ჰაერში სხვადასხვა ნივთი გაიტყორცნა. მათ შორის იყო iPhone-ი, რომელიც სიმაღლიდან ჩამოვარდნას უვნებლად გადაურჩა. მობილური ტელეფონი ვაშინგტონის მკვიდრმა, შონ ბეიტსმა 7 იანვარს, ინციდენტის მეორე დღეს, გზის პირას იპოვა. “ისევ ფრენის რეჟიმზე მყოფი და ნახევრად დატენილი” ტელეფონის ეკრანზე ბარგის ასაღებად საჭირო დოკუმენტი იყო […]

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც მარკეტიდან მეხუთე ცდაზე 1 ცალი მანდარინი მოიპარა

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში დააკავეს კაცი, რომელიც დღის განმავლობაში ერთი ცალი მანდარინის მოპარვას ცდილობდა. უცნობი დაცვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბრიგადამ დააკავა, როგორც რუსულ მედიებში წერენ ეჭვმიტანილი მაღაზიათა ქსელ პეწიოროჩკას ერთ-ერთ ფილიალში შედიოდა და ერთი ცალი მანდარინის მოპარვას ცდილობდა, ის ოთხჯერ შეამჩნიეს და ციტრუსი ჩამოართვეს. წარმატებული აღმოჩნდა მეხუთე ცდა, მაგრამ გარეთ გასულ კაცს დაცვის პოლიცია დახვდა. “მებრძოლებმა […]

გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 34 წლის გაბრიელ ატალი, საკუთარი მთავრობის პრემიერ-მინისტრად დაასახელა. პრეზიდენტ მაკრონის ეს გადაწყვეტილება, რამდენიმე თვით წინ უსწრებს ევროპარლამენტის არჩევნებს. გაბრიელ ატალი, საფრანგეთის ისტორიაში არის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, არამედ, ამასთან ერთად, ის ასევე არის საფრანგეთის პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნა, არ გამოიწვევს რაიმე მნიშვნელოვან […]

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. 120 ადამიანი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. სამაშველო სამსახურის ჯგუფებს გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, თავდაცვის სფეროში, დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს – ამის შესახებ Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. გამოცემის ცნობით, ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები […]

„შევქმნათ საიტი anathema.ge და შევიყვანოთ მანდ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრები“ – დავით ქართველიშვილი

„რა ხდება აბა საქართველოს “საშობაო დეკაბრისტების” ფრონტზე? აი იმათ რიგებში, “საქართველოში რომ იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე”. ვინც მეტად “განიცდის” იმას, რომ საშობაო მარხვის დაწყება უწევს 27 ნოემბერს, ნაცვლად 14 ნოემბრისა. ვინც ახალშობილი იესოს წინაშე სირცხვილით კვდება, რომ საახალწლო საცივის და გოჭის მირთმევა “მაინც უწევს” კანონიკური ქართული მართლმადიდებლური კალენდრის სამარხვო შეზღუდვის მიუხედავად… მე არ […]

„სულში ჩაგვაფურთხეს? არა, ეგ გუშინ იყო…დღეს კი ღმერთს გვიკლავენ“ – ლალი მოროშკინა

სამებაში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შესახეს, ამ ფაქტს ასე ეხმაურება ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: „გაიღვიძეთ! გამოფხიზლდით! დატოვეთ კომფორტის ზონა! ნუთუ დროშაზე ძვირფასი არ არის ხატი?? და ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა! სულში ჩაგვაფურთხეს? არა, ეგ გუშინ იყო…დღეს კი ღმერთს გვიკლავენ. ხვალ უღმერთოდ გავიღვიძებთ და ჩვენი შვილები გადაიხდიან ამ ყველაფრის საფასურს განურჩევლად იმისა ბიზნესმენის შვილია, პარლამენტარის თუ […]

GWP-ის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ამერიკის ბაზარზე შედის

GWP-ის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia აშშ-ს სიდიდით მეორე შტატში, ტეხასში იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან. „Aqualia 2023 წელს საუკეთესო წყალმომარაგების კომპანიად დასახელდა, რომელიც წყალმომარაგების დარგში ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო […]

SOVLAB-ი გმობს „სტალინის განმადიდებელი შინაარსის ხატის” სამების ტაძარში განთავსებას

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB-ი) განცხადებით გამოეხმაურა იმ ხატის განთავსებას სამების საკათედრო ტაძარში, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასჯილ სასულიერო პირებზე. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გმობს სტალინის განმადიდებელი შინაარსის შემცველი ხატის – „წმინდა მატრონა მოსკოველი აკურთხებს სტალინს“ ქართული ვერსიის სამების საკათედრო ტაძარში განთავსებას. საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ […]

რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში რუსეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს

ჩეხეთის დედაქალაქის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ევგენი გერასიმენკო, რომლის დაპატიმრების ორდერი გაცემული იყო რუსეთის მიერ. ამის თაობაზე იტყობინება Deník N. გერასიმენკო პრაღაში გადაჯდომის დროს დააკავეს – ის რიგიდან პარიზში მიფრინავდა. საფრანგეთში ის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა. დაკავებული ამტკიცებს, რომ რუსეთში პოლიტიკურად დევნიან ანტისაომარი პოზიციის გამო და საპროტესტო აქციებზე გამოსვლისთვის. ოფიციალურად რუსეთი გერასიმენკოს […]