აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩი, ლეილა აბდულაევა ავრცელებს. დიპლომატის თქმით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ელჩის თქმით, სასამართლომ დაკავებულს 4-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და მისი დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შპს მერკორამას გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს […]

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჯარისკაცებს მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ” | ზელენსკი

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჯარისკაცებს მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ მთავარი მიმართულებებისა და ოპერაციების მეთაურებმა ფრონტის ჭურვებითა და დრონებით უზრუნველყოფის თაობაზე იმსჯეელეს. “მთავარი მიმართულებებისა და ოპერაციების მეთაურები პირადად იმყოფებოდნენ. მათთან ერთად გენერალურმა შტაბმა, თავდაცვის სამინისტრომ, სტრატეგიისა და მრეწველობის სამინისტრომ, ინფორმაციისა […]

ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა

ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის – ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ასევე, ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.

რუსეთში, ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს. ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით, ნავთობსაცავს უკრაინული დრონებით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს გავლით, რუსეთში საბორნე გადაზიდვები შეაჩერეს

სომხეთმა, საქართველოს გავლით, რუსეთში საბორნე გადაზიდვები შეაჩერა – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა Armenpress განუცხადა. მისი თქმით, საბორნე მომსახურება, რომელიც ზემო ლარსის საგუშაგოს ალტერნატივად განიხილებოდა, რამდენიმე თვე ფუნქციონირებდა, მაგრამ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში საკმარისი ინტერესი არ გამოიწვია. “გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვემსახურეთ საბორნე მარშრუტს, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სხვა ქვეყნებში […]

ლონდონის პოლიციამ შინეიდ ო”კონორის გარდაცვალების მიზეზი დაასახელა

ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო”კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, – წერს BBC ლონდონის პოლიციზე დაყრდნობით. “ვადასტურებთ, რომ მის ო”კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. შესაბამისად, კორონერმა მისი გარდაცვალების გამოძიება შეწყვიტა”, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. შინეიდ ო”კონორი, 56 წლის ასაკში, 2023 წლის ივლისში გარდაიცვალა.

ირანის მხარდაჭერილმა ჰეზბოლამ ისრაელის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა

ლიბანში დაფუძნებულმა, შიიტურმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ”, ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. სამიზნე ისრაელის არმიის შტაბინა იყო ქალაქ საფედში, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობს. “ჰეზბოლას” ლიდერის მოადგილის ნაიმ ქაემის ცნობით, ისრაელზე თავდასხმისთვის მათ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. ისრაელმა საჰაერო იერიშების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. არმიის სპიკერმა თავდასხმის კოორდინატების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ საჰაერო თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი […]

ისრაელი ღაზაში მიწისქვეშა იარაღის საწარმოს აღმოჩენაზე საუბრობს

ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღის ყველაზე დიდი საწარმო იპოვეს, რაც კი პალესტინელთა ანკლავში აქამდე უნახავთ. მათი თქმით, მიწისქვეშა სახელოსნოებს “ჰამასი” შორი რადიუსის რაკეტების დასამზადებლად იყენებდა, რომლითაც შეეძლოთ იერიშების ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანა. ისრაელის მიერ 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რაკეტების გარდა, სახელოსნოებში სტანდარტული საბრძოლო მასალის ასლები, ან მათი ადაპტაციებიც მზადდებოდა, როგორიცაა მაგალითად, ნაღმტყორცნები. საწარმო მიწისქვეშა […]

სამებაში ხატზე საღებავის შესხმის გამო გამოძიება დაიწყო

სამებაში ხატზე საღებავის შესხმის გამო გამოძიება ვანდალიზმის მუხლით დაიწყო. ტაძარში ამ დროისთვის სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„რომელ მხარესაც გინდა იყოს რელიგიური ექსტრემიზმი, კონცეპტი ერთია“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „როდესაც ვლაპარაკობთ რწმენის თავისუფლებაზე, ვგულისხმობთ, რომ ადამიანის უფლებაა რას ირწმუნებს ღმერთად და რას – არა, შესაბამისად, წმინდანადაც ვის აღიარებს და ვის არა, მისი უფლებაა. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რელიგიური გრძნობები და შესაბამისად, რელიგიური გრძნობების შელახვა მეტად პირობითი ცნებებია და არ შეიძლება იდევნებოდეს, შესაბამისად, ვინც გინდა იყოს წარმოჩენილი რელიგიური შინაარსით, შეიძლება იყოს კრიტიკის საგანი, […]