ზელენსკი პოლიტიკურად მკვდარია, ის საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე – სახელმწიფოებრიობაზე – რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი

რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი რომან კოსტენკო, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს. პოლკოვნიკის თქმით, ზელენსკი უფრო მეტად ზრუნავს რეიტინგის შენარჩუნებაზე, ვიდრე – სახელმწიფოებრიობაზე. დეპუტატის თქმით, ომს ამდენი ჯარისკაცი არ უნდა ეწირებოდეს. “ზელენსკი პოლიტიკურად მკვდარია, ის საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე – სახელმწიფოებრიობაზე. ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ მას მეორე საპრეზიდენტო ვადით არ აირჩევენ […]

რაღაც დალპა დე ლაურენტისის “სამეფოში” – მივა კონტე და დარჩება თუ არა კვარაცხელია?

აურელიო დელაურენტისი გაბანკროტებული და C1-ში დაქვეითებული „ნაპოლის“ მფლობელი და პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, გასულ სეზონში კი მისმა გუნდმა სკუდეტო მოიპოვა. მისი დამსახურება მართლაც დიდია, თუმცა ოქროს მედლების მოპოვებისას გარემოებათა დამთხვევას და გამართლებას ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელობის ეფექტი გახლდათ, რომელთან ტანდემში ვიქტორ ოსიმენი გაბრწყინდა, თანაც ნეაპოლელთა ყველა მეტოქეს ჩავარდნა დაეწყო და 33 […]

24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 126 ადამიანია დაღუპული – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

“ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 126 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ BBC წერს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ომის დაწყების დღიდან დღემდე, დაღუპულთა საერთო რაოდენობა, სულ მცირე, 23 210-ს შეადგენს. დაშავებულია 59 167 ადამიანი.

CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

CNN Travel-ის რეიტინგში, რომელიც ოცი სხვადასხვა ტიპის წვნიანს აერთიანებს, ქართული ტრადიციული კერძი – ხარჩოც მოხვდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. ავტორი წერს, რომ სწორედ უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, თუმცა ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას მაინც უცხო სუნელი ქმნის. რეიტინგში […]

2023 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელ წელიწადად დასახელდა

2023 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი იყო, – ინფორმაციას BBC ევროკავშირის კლიმატის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. “გასული წელი დაახლოებით 1,48 გრადუსით თბილი იყო, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი, ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის გამოყენების დაწყებამდე”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ბოსნიელი სერბების გაფრთხილების ნიშნად, აშშ-მ ბოსნიის თავზე ავიაგამანადგურებლები გადააფრინა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოსნიელი სერბების მიერ სერბთა რესპუბლიკის დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათი საჰაერო ძალების ორი F-16 ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად 8 იანვარს წვრთნებს ჩაატარებდა. “ეს ორმხრივი წვრთნები არის ჯართაშორის არსებული მაღალი კოოპერაციის მაგალითი, რომელიც ეხმარება დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას და […]

“ჰეზბოლამ”, შურისძიების მიზნით, ისრაელის არმიის ბაზას შეუტია

“ჰეზბოლამ” ლიბანში განლაგებული თვითმფრინავებით ისრაელის არმიის ბაზას შეუტია. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ეს შეტევა ისრაელის ბოლოდროინდელი თავდასხმების პასუხი იყო. “ჰეზბოლას” განცხადებით, მისმა დრონებმა ისრაელის არმიის შტაბ-ბინა საფედს დაარტყეს – მათი თქმით, ეს “ჰამასის” ლიდერის მოადგილისა და “ჰეზბოლას” მეთაურის მკვლელობების საპასუხო შურისძიება იყო. ისრაელის არმიის სპიკერმა თავდასხმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას მსხვერპლი და […]

სამებაში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს

სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სამებაში სტალინისა და რუსი წმინდანის, მატრონას ხატი კიდია. ინფორმაცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. მოგვიანებით პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს. ვერც სამებაში და […]

27 წლის ქეთევან ედიბერიძეს ქმარმა ჭრილობები მძინარეს მიაყენა | ქალს 4 თვის შვილი დარჩა

30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა. რის შემდეგაც მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დაიღუპა, მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა. მკვლელობა ვარკეთილში მოხდა. დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, 27 წლის ქალი კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს. […]

აშშ-ში ძველი მოდელის iPhone-ების მფლობელებს Apple კომპენსაციებს გადაუხდის – მიზეზი

ამერიკის შეერთებულ შტატებში Apple-ის iPhone-ების მომხმარებლები, 3 წლიანი ლოდინის შემდეგ, კომპანიისაგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ – მიზეზი iPhone-ების ახალი მოდელების გამოსვლის შემდეგ ძველი მობილურების მიზანმიმართულად შენელება, ხარვეზით მუშაობა და ბატარეების პრობლემებია. Apple-მ მომხმარებლებთან შეთანხმებას ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, სასამართლოს შუამავლობით, მიაღწია, თუმცა კომპენსაციების დარიგების პროცესი გაიწელა. საპროცესო შეთანხმება ტექკომპანიისაგან $310-დან $500 მილიონამდე თანხის გამოყოფას მოითხოვდა, […]