თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები გეგმის მიხედვით სრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით ავიაკომპანიები რეისებს გეგმის მიხედვით ასრულებენ. როგორც “რუსთავი 2-ს” TAV Georgia-ში განუცხადეს, ღამით, ავიაკომპანია “პეგასუსის” რამდენიმე რეისი გაუქმდა, თუმცა სხვა ავიარეისები არ შეფერხებულა. ავიარეისების გაუქმება უამინდობამ გამოიწვა.
სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს – შალვა პაპუაშვილი

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას არც რეკომენდაციები აინტერესებს, არც მისიები და მისი ერთადერთი მიზანი ისტერიის ატეხაა. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო […]
ოფიციალურად: ერიკ დაიერი “ბაიერნის” ფეხბურთელია

“ტოტენჰემის” მცველი ერიკ დაიერი 6-თვიანი იჯარით მიუნხენის “ბაიერნში” ითამაშებს. “რეკორდმაისტერს” იჯარის გახანგრძლივება 1 წლით შეეძლება. დაიერი “დეზების” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ლონდონელთა მაისურით 365 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა. შეგახსენებთ, “რეკორდმაისტერს” თავდაპირველად “ჯენოადან” რადუ დრეგუშინის დამატება სურდა, თუმცა ახალგაზრდა რუმინელმა არჩევანი “ტოტენჰემზე” გააკეთა.
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 2,5-მილიარდიან სამხედრო დახმარებას

წელს უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას, რაც 200 მილიონით მეტია გასული ორი წლის განმავლობაში გაწეულ დახმარებაზე. თანხის ნაწილი დაიხარჯება უპილოტო საფრენი აპარატების შეძენისა და წარმოებისთვის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს, 12 იანვარს, კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ისინი ხელს მოაწერენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრი სუნაკი უკრაინაში პირველი […]
სამწუხაროა, დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ქვეყნის იმიჯის შელახვას – პაპუაშვილი დანიის ელჩზე

პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო იმისთვის, რომ საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მოჰყოლოდა. ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი საქართველოში დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. რის გამოც დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროშიც დაიბარეს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, დიპლომატების […]
“რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი” ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) დაუშვებლად მიიჩნევს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას – რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას. ორგანიზაციის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა რომელიც გამორიცხავს მსგავსი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის ზომად თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება პროგრესულ ევროპულ მიდგომებს და ცვლილებებს არ საჭიროებს. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადებას თებერვალში წარადგენენ. DRI-ში კი ვარაუდობენ, რომ წინადადებამ, შესაძლოა, მოიცვას […]
ჩანს, დანიის ელჩი არ იყო საკმარისად კომპეტენტური, აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, არ მომხდარიყო სხვადასხვა ინტერპრეტაცია | პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დანიის ელჩმა, სავარაუდოდ, ვერ შეძლო საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი და განმარტება არ ჰქონოდა. შეგახსენებთ, დანიის ელჩმა მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და დაწერა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. მოგვიანებით ის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. განმარტება გაავრცელა დანიის საელჩომაც და აღნიშნა, […]
ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ფოტო: “სამხრეთის […]
ბათუმში სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა | არსებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი

გვიან ღამით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სასწრაფოს ავტომობილი ამოტრიალდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს. როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია სამი პირი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
სუნაკი დღეს კიევს ეწვევა და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

დღეს, 12 იანვარს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავა, სადაც გამოაცხადებს სამხედრო დახმარების ახალ, 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების (3 მილიარდ დოლარზე მეტის) პაკეტს. ეს 200 მილიონი ფუნტით მეტია წინა ორ წელთან შედარებით. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კიევში პირადად შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის. თანხების ნაწილის დახარჯვა იგეგმება უკრაინისთვის დრონების შეძენასა და წარმოებაზე. მათ შორის სადაზვერვო, თავდასხმისა […]