ხაიში-უშგულისა და ლახამულა-უშგულის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. უწყების თქმით, კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და […]

“30-35 პაციენტი ყოველდღიურად გვაკითხავს…” | კლინიკებში სეზონური გრიპისა და Covid 19-ის შემთხვევებით მიმართვიანობა გაიზარდა

“30-35 პაციენტი ყოველდღიურად გვაკითხავს…” – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო დროს კლინიკაში, სეზონური გრიპისა და კოვიდ 19-ის შემთვევებთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა. ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ კვირაში მიწევს კოვიდი. ამ წუთში ორი მიწევს. ხუთი პაციენტი იწვა, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ ძალიან მცირე ასაკის ბავშვები […]

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გზის კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა […]

ანა ბუჩუკური – კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს – მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება

მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი – კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს – მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა. ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან “ქართული ოცნების” ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ. “მე […]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლა განახლდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლა განახლდა. ავიაკომპანიები რეისებს გეგმის მიხედვით შეასრულებენ. ფრენასთან დაკავშირებით პრობლემა უამინდობამ შექმნა, რის გამოც რამდენიმე რეისი გაუქმებული იყო, მათ შორის სტამბოლის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.

როდის დაიწყება სწავლა სკოლებსა და ბაღებში

საქართველოში ზამთრის არდადეგები დასასრულს უახლოვდება. კანონით დადგენილი განრიგის მიხედვით, საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. ამავე დღეს ელოდებიან აღსაზრდელებს სკოლამდელ დაწესებულებებში. საჯარო სკოლების მსგავსად, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და […]

„თუ შოკია მოსალოდნელი, ეს უნდა მივიღოთ და გადავლახოთ”- ბიზნესი ენერგეტიკული ბირჟის გახსნაზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად მომავალი წლის 1-ელ ივლისამდეა გადავადებული. განახლებადი ენერგიების მიმართულებით მომუშავე სუბიექტები აცხადებენ, რომ ინვესტორებს უფრო მეტი სიცხადისთვის სჭირდებათ კონკრეტული ნაბიჯები. კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ დროა სახელმწიფომ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება, აპირებს თუ არა ბაზრის გახსნას. მისი თქმით, ეს ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება. “ჩამოყალიბება […]

მედია – რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხელს მოაწერს გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. Sky News-ის ცნობით, სუნაკი გამოაცხადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, უსაფრთხოების გარანტიებს და ჰუმანიტარულ დახმარებას. კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, გაერთიანებული სამეფო აიღებს ვალდებულებას, სადაზვერვო მონაცემების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების, სამედიცინო და […]

შალვა პაპუაშვილი – ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას

შობის ღამიდან მოყოლებული რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა. „მინდა, ზოგადი კომენტარი გავაკეთო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც შობის ღამიდან ვადევნებთ თვალყურს. რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ. ეს […]