პაატა მანჯგალაძე კობახიძეს – არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს

არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს!, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში დღესაც არაფორმალური მმართველობაა, რაც ხალხის გამარჯვებამ უნდა დაასრულოს. […]
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ბიზნეს მომხმარებლებს ახალი სესხის აღების შემთხვევაში, დოლარსა და ევროში 2%-მდე ფასდაკლებას უკვე 29 თებერვლის ჩათვლით სთავაზობს. „საქართველოს ბანკის“ შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს […]
დავით ხაჯიშვილი – აბსურდული იყო მიზეზი, რის გამოც კეკელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს – ეს შეიძლება დავუკავშიროთ პოლიტიკურ ნაბიჯს და წინასაარჩევნო რეპრესიებს

„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი გიორგი კეკელიძის მიმართ, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაბიჯი და წინასაარჩევნოდ მიღებული რეპრესიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა. ხაჯიშვილის შეფასებით, აბსურდული იყო მიზეზი, რის გამოც კეკელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ეს არის წინა საარჩევნოდ რეპრესიების გაგრძელება, იმ რესურსის გამოყენების მცდელობა. ასევე, აბსურდული იყო მიზეზი […]
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა ჰუსიტებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა ხუთშაბათს განახორციელეს დარტყმები ჰუსიტების მრავალ სამიზნეზე იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად რაიონებში. ეს მნიშვნელოვანი პასუხია მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების ჯგუფი დაზარალდებოდა წითელ ზღვაში კომერციულ გადაზიდვებზე სარაკეტო იერიშების განმეორების შემთხვევაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰუსიტებზე თავდასხმის ბრძანება პირადად გასცა. აშშ-ს და კოალიციურმა […]
გასულ კვირას აშშ-ში ნავთობის მარაგები 1,3 მლნ ბარელით გაიზარდა

ნავთობის კომერციული მარაგები შეერთებულ შტატებში გასულ კვირას გაიზარდა 1,338 მილიონი ბარელით, ნათქვამია ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ბენზინის მარაგი 8,03 მლნ ბარელით გაიზარდა, დისტილატების კი – 6,53 მლნ ბარელით. ექსპერტები საშუალოდ ბენზინის მარაგის 2,49 მილიონი ბარელით, ხოლო დისტილატების 2,38 მილიონი ბარელით ზრდას ელოდნენ. იმავდროულად, მარაგები კუშინგის ტერმინალში, სადაც ინახება ნავთობი, რომელიც ივაჭრება ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX), […]
პაპუაშვილი განმარტავს, რატომ შეცვალა ეროვნულ ბიბლიოთეკაში კეკელიძე გამსახურდიათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის დანიშვნა მისი უფლებაა. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ გიორგი კეკელიძის კონსტანტინე გამსახურდიათი შეცვლა “ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის”. “ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს. ამიტომ ეს მცდელობები, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა დააკავშირონ პოლიტიკასთან, თავის მხრივ, აჩვენებს იმ […]
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ლეღვაში, გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკველობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასმართლოში სხდომა გადაიდო. მთავარმა მოწმემ, ალექსანდრე ახვლედიანმა, სხდომის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავადვე მოითხოვა. პატიმრობაში მყოფ ალექსანდრე ახვლედიანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მოკლულის გიორგი ალხანიშვილის დედა.
რატომ არ ექნება გავლენა წყლის ტარიფის ზრდას პურის ფასზე – მალხაზ დოლიძის განმარტება

წყლის ტარიფის გაძვირება პურზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა. მისი თქმით, წყლის ტარიფის გაზრდასთან ერთად, დაიკლო ელექტროენერგიის ტარიფმა და ამან ღირებულება დააბალანსა. მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის სამ-ოთხთვიანი მარაგი არსებობს, როგორც ადგილობრივი, ისე – იმპორტირებული და, ახალ მოსავლამდე, ვარაუდობს, რომ პურზე ახლანდელი ტარიფი შენარჩუნდება. “წყლის ტარიფის მატება საბოლოო […]
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული მატჩი ჩაატარა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული მატჩი ჩაატარა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი ნაკრები, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და 29:34 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, ვინც 9 გოლის გატანა შეძლო. კარგი მატჩი ჰქონდა ერეკლე არსენიშვილის, რომელმაც თავის გამოჩენა 7-ჯერ შეძლო. ტიტე კალანდაძის გუნდი მეორე ტურში, 13 იანვარს შვედეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ბოლო […]
როდესაც გამოდიხარ და რაღაც ბრალდებებს ისვრი, უნდა გქონდეს იმის პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ მეორე მხარეს დაუჯდე და ღიად ესაუბრო – ანა ბუჩუკური

“გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება”- პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გამოწვევას “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ წერილობით უპასუხა. ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ანეკდოტს უწოდებს და ამბობს, რომ მიმართვა აბსურდულია, რადგან გიორგი გახარიას მიმართ კითხვები აღარ დარჩა დასასმელი. ირაკლი კობახიძე იხსენებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის და პრემიერობის პერიოდს უკავშირდება- მათ […]