“ჩამომხრჩვალი იპოვეს… დათხოვნაში იყო” – თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ ჯარისკაცზე

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო, რომელიც გუშინ, 11 იანვარს, გორში გარდაცვლილი იპოვეს ჩამომხრჩვალია. უწყება ამბობს, რომ ის 1982 წელს დაბადებული კაპრალი ირაკლი აფრიმაშვილია. “თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის […]
2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1208,9 ათასი ტონა, რაც 58,6 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1150,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2023 წლის პირველი 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 614,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 594,6 ათასი ტონა. […]
პიოტრ ზელინსკი “ნაპოლის” დაემშვიდობება – პოლონელმა ახალ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია

“ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ინტერს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პოლონელმა “პარტენოპეის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და კარიერის გაგრძელება “ნერაძურიში” გადაწყვიტა. შეგახსენებთ, ზელინსკი “ნაპოლის” 2016 წელს, “უდინეზედან” შეუერთდა.
თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 70 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (IS) სავარაუდო კავშირში მყოფი 70 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. ალი იერლიკაიას თქმით, რეიდების დროს ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მასალები და საბანკო ტრანზაქციების ხელწერილები. ბოლო პერიოდში, თურქეთში გახშირდა ანტიტერორისტული რეიდები. დეკემბერში, თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 300-ზე მეტი პირი დააკავა. თურქეთის შინაგან […]
ბრიტანეთი უკრაინისთვის 2024-ში £2.5 მილიარდს გამოყოფს, თანხის ნაწილი დრონებს მოხმარდება

ვოლოდიმირ ზელენსკი და რიში სუნაკი 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევს ესტუმრება. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში პრემიერი უკრაინისთვის 2024 წელს დახმარების ბიუჯეტს გამოაცხადებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის 2024 წელს 2.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ეს, ამჟამინდელი კურსით, დაახლოებით, 3.2 მილიარდი აშშ დოლარია. თანხიდან, სულ მცირე, 200 მილიონი ფუნტი […]
სავარაუდოდ, “თითქმის შიშველი” წვეულების მასპინძელმა ეკლესიას ყალბი წმინდა ნაწილები შეწირა

მარცხნივ – კლუბ “მუტაბორის” მფლობელი მიხაილ დანილოვი. მარჯვნივ – წამყვანი ნასტა ივლეევა და მომღერალი ფილიპ კირკოროვი, ფოტო “თითქმის შიშველი” წვეულებიდან რუსული მედიისა და რამდენიმე ექსპერტის აზრით, “თითქმის შიშველი” წვეულების მასპინძელმა, მიხაილ დანილოვმა ეკლესიას დიდი ალბათობით ყალბი წმინდა ნაწილები შეწირა. რადიო თავისუფლების რუსული ოფისის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ წმინდა ნაწილებზე გაცემული სერთიფიკატი ყალბია. დოკუმენტი 2018 წლის 1 […]
Human Rights Watch – საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას – ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა, პოლიტიკაში დომინირებდა დაძაბულობა

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. „ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას. […]
ახალციხეში სატვირთოსთან მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახნენ, რის შედეგადაც, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი – 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]
ირაკლი ქადაგიშვილი კეკელიძის გათავისუფლებაზე – ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და შემდეგ გათავისუფლდეს, მითუმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს

ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და რაღაც პერიოდში პოზიციიდან იქნას გათავისუფლებული, მითუმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსაზრება, რომ კეკელიძე პოლიტიკური მოტივით გაუშვეს, ოპოზიციის სპეკულაციაა. „იმის […]
“ვაგნერელმა” უკრაინაში ომის გაკრიტიკების გამო კაცი მოკლა | სასამართლომ ეს შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა

რუსეთში, დალნერეჩენსკის სასამართლომ (პრიმორსკის ტერიტორია) 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ყოფილ დაქირავებულ მებრძოლს, რომელიც მკვლელობაში იყო ბრალდებული. ინფორმაციას BBC გამოცემა “7×7”-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რუსეთში “უცხოური აგენტების რეესტრშია” შეყვანილი. სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია სამხედრო ჯილდოები და “მსხვერპლის უკანონო ქცევა”. ბრალდებულმა განმარტა, რომ კაცმა, ვისთან ერთადაც სუფრაზე იმყოფებოდა, გააბრაზა ის უკრაინაში ომის […]