საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ფრანგული მედიის ცნობით, ცვლილებები მხოლოდ რამდენიმე მინისტრს შეეხო: ცნობილი ხდება, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა – მის ადგილს ყოფილი ევროპარლამენტარი, პრეზიდენტ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი, სტეფან სეჟორნე დაიკავებს. საფრანტეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრი რაშიდა დათია, რომელიც ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს, […]
ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია და არც უნდა იყოს, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებით – შალვა პაპუაშვილი

ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება. „გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის ორასწლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც […]
როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ოლიგარქად მოიხსენიებს, ფუნქციების მითითება სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა – ირაკლი ქადაგიშვილი

მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოხსენიებასა და მის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ელჩი ახლა პოზიციას იცვლის და არათანმიმდევრულია. „სიტყვა ოლიგარქს ისე ატრიალებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით, როცა პოლიტიკური […]
ჩნდება კითხვები მისი უმიზეზო გათავისუფლების გამო – პენცენტრი კეკელიძეზე

საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პენცენტრის თქმით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა. “11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 […]
ავარიას 32 წლის ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი: ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლეგარდემ თქვა, რომ 2024 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება. კრისტინ ლეგარდეს თქმით, ის პოლიტიკა, რაც დონალდ ტრამპმა მისი პრეზიდენტობის პირველ ოთხწლიან მანდატში გაატარა, საკმარისია იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იქნება მისი ხელახალი პრეზიდენტობა საფრთხე ევროპისთვის. “საკმარისია მხოლოდ შეხედოთ სავაჭრო ტარიფებს, საკმარისია დააკვირდეთ მის ჩართულობას NATO-ში, უნდა […]
უკრაინის პარლამენტიდან მობილიზაციის ახალი კანონი გაიწვიეს

უკრაინის პარლამენტიდან სამხედრო მობილიზაციის კანონი გაიწვიეს. აღნიშნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებას და რეზერვისტების ასაკის 27 წლიდან 25-მდე დაწევას. მთავრობის მიერ წარდგენილ კანონმდებლობას პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სურვილი იყო, 450 000 – 500 000-მდე მოქალაქის მობილიზება, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონმდებლობას საზოგადოებისგან […]
„ვაგნერელს“ სასჯელი შეუმსუბუქეს მისი მსხვერპლის მიერ უკრაინაში ომის გაკრიტიკების გამო

რუსეთის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულ, მკვლელობისთვის ადრეც გასამართლებულ მაქსიმ ვოლკოვოის, რომელმაც 2023 წლის ბოლოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ისევ მკვლელობა ჩაიდინა. მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე სასჯელი გამოიყენა. გამოძიების თანახმად, ვოლკოვოიმ ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა პირს, რომელთან ერთადაც სუფრაზე იმყოფებოდა. რუსეთის პრიმორსკის […]
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მედია ცენტრი – თვისტომიმედია შეიქმნა

ამერიკაში ქართველთა სათვისტომო ორგანიზაცია, ასოციაცია „თვისტომი“ უკვე 20 წელია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამედიცინო, იურიდიული, სოციალური მიმართულებით, თუმცა ემიგრაციაში ყველაზე დიდი პრობლემა საერთო საემიგრაციო სივრცის შექმნაა და სწორედ ამას შეეჭიდა „თვისტომი“ და პირველი 24 საათიანი მაუწყებელი ჩამოაყალიბა ნიუ – იორკში. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად შეიქმნა ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მედია ცენტრი – თვისტომიმედია, 24 საათიანი […]
დეკემბერში არგენტინაში ინფლაცია 1991 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე დაჩქარდა და 211%-ს გადააჭარბა

სტატისტიკის სააგენტო Indec-ის ანგარიშის მიხედვით, არგენტინაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2023 წლის დეკემბერში 211.4%-მდე დაჩქარდა, რაც 1991 წელს ქვეყნის ჰიპერინფლაციის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნოემბერში ინფლაციამ წლიური მაჩვენებლით 160.9%-ს შეადგინა. სამომხმარებლო ფასები დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 25,5%-ით გაიზარდა. ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც Trading Economics-ს მოჰყავს, ვარაუდობს, რომ ინფლაციის ზრდა ყოველთვიურად 28%-მდე და წლიურად 215%-მდე იქნება. […]