ლონდონში პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით პირმა მოთხოვა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში

13 იანვარს ლონდონში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდასაჭერი აქციაში, რომელიც გაიმართა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოთხოვნით. ქალაქის ქუჩებში 1700-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, როცა დემონსტრანტები პარლამენტის მოედნისკენ მიიწევდნენ. ხალხით სავსე ღონისძიებაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი და ირლანდიის შინ ფეინის პრეზიდენტი, მარი ლუ მაკდონალდი, რომლებიც გამოვიდნენ “ცეცხლის დაუყოვნებელი და პერმანენტული შეწყვეტის” მოთხოვნით. […]
“თელავის” მწვრთნელად ჰიდინკის ყოფილი თანაშემწე დანიშნეს

“თელავი” თავისი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად ოლეგ ვასილენკო დანიშნეს: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის. ოლეგ ვასილენკო: “გამარჯობა (ქართულად). მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მალე მასწავლით. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. […]
“მოუსმინეთ უკრაინას და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები” | კულება EU-სა და G7-ის ქვეყნებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი G7-ისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწდა გადამწყვეტი ზომები მიიღონ რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების შესაჩერებლად. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგასთან, სტეფან სეჟორნესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ საკითხში ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს საფრანგეთთან, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო შვიდეულის ჯგუფის ყველა ქვეყანას და ევროკავშირს, მოუსმინონ უკრაინას და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ!

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ! – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.” ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო […]
გერმანიაში ბოსტნეულის წარმოებაში მუშა საათში მინიმუმ 12 ევროს იღებს

გერმანიაში ბოსტნეულის მწარმოებლები მუშებს მეტს უხდიან, ვიდრე კონკურენტ ქვეყნებში. გერმანელი ბოსტნეულის მწარმოებლები ხელფასების მაღალ დონეს ინდუსტრიის მთავარ მინუსს უწოდებენ. ამასთან, ისინი არ უარყოფენ, რომ მათი ქვეყანა წარმოადგენს გასაღების დიდ ბაზარს და რომ ადგილობრივმა ფერმერებმა შეძლეს ეფექტური წარმოების აწყობა შეძლეს. ამის შესახებ განიხილეს ბოსტნეულის მზარდი ფედერალური ჯგუფის (BfG) ყოველწლიურ საშემოდგომო შეხვედრაზე, იუწყება AgroTimes-ი FruchtPortal-ზე დაყრდნობით. ამგვარად, […]
FitchRatings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა პოზიტიური პერსპექტივით

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია რეალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით – 2024-2025 წლებისთვის სააგენტო საქართველოში საშუალოდ 5%-იან ზრდას ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით, საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს. კიდევ ერთ ფაქტორად დასახელებულია სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა. […]
ჯო ბაიდენი – „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ

ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა. “კერძოდ გადავეცით ეგ [მესიჯი] და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულნი,” – განაცხადა ბაიდენმა. ჟურნალისტის კითხვაზე – აღწერს თუ არა ტერმინი “ტერორისტული” ჰუსიტების დაჯგუფებას? – ბაიდენმა დადებითად უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს ჰუსიტები სახელმწიფო […]
6250 კოლოფი ასანთი და 300 ათასი ასანთის ღერი | ბათუმელი სტუდენტის სფეის X Starship

300 ათასი ასანთის ღერი, 6250 კოლოფი ასანთი და 1 წელი ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ასაწყობად. სფეის X Starship-ის ანალოგი ბათუმელმა სტუდენტმა შექმნა. კონსტრუქცია 3 მეტრი სიმაღლისაა, მისი მასშტაბით უდიდესია და ავტორის თქმით მსოფლიოში სიდიდით მეორეა. ალექსანდრე აბუსელიძე შეეცადა Space X-ის კოსმოსური ხომალდის არცერთი დეტალი ასანთის ღერებისგან შექმნილ კონსტრუქციაში არ გამოეტოვებინა. Starship-ის პროექტი SpaceX-მა 2019 წელს […]
“მადლობელი ვარ საფრანგეთის ჩვენი საჰაერო ძალების გაძლიერებისთვის” | ზელენსკი კიევში სეჟორნეს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა, პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ სტეფან სეჟორნე თავის ახალ თანამდებობაზე პირველი უცხოური ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩავიდა “ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს სხვადასხვა გზით გაზარდოს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების რაოდენობა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით, მე მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი და განსაკუთრებით საფრანგეთის, ჩვენი […]