შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ძველით ახალ წელს – კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლი „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს მათ მოძრაობაში წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას. „სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი […]
14-15 იანვარს ღამით ყინვა გაძლიერდება | მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის […]
კერძო სკოლა „შავნაბადა“ მეორე ფილიალს გლდანში გახსნის

კერძო სკოლა „შავნაბადა“ მეორე ფილიას გლდანში გახსნის. როგორც სკოლის დამფუძნებელმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე შესაბამისი ლოკაციის მოძიება მიმდინარეობს, სადაც 1000-1200-მდე მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. „კერძო სკოლების მიმართ ინტერესი მზარდია და ჩვენი სკოლის მაგალითიც ამას აჩვენებს. ისნის რაინში ვართ და არსებული მოთხოვნა გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის სხვა რაიონშიც გავიდეთ. ვფიქრობთ ახალი […]
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის. ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზპრომის პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში. ვოლობუევი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა უკრაინაშია დაბადებული და 18 წლის ასაკამდე იქ ცხოვრობდა. მან გასულ თვეში განაცხადა, რომ მსახურობს უკრაინის შეიარაღებული […]
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის მოწოდებით გაძევებულ იქნას მღვდელი, რომელმაც არ ილოცა გამარჯვებისთვის

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 13 იანვარს გამოაქვეყნა ვერდიქტი, რომ მღვდელი, რომელიც გამოვიდა ომის საწინააღმდეგო განცხადებებით და არ ილოცა “წმინდა რუსეთის გამაჯვებისთვის”, უნდა გაძევებულ იქნას – ამ ცნობას რუსეთის მედია ავრცელებს. მღვდელ ალექსეი უმინსკის საწინააღმდეგო ვერდიქტი ხელმოწერისთვის გაეგზავნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ კირილეს. როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ კითხეს, უმინსკიმ გამოცემა Meduza-ს უპასუხა “ჩემი პრინციპული პოზიციაა კომენტარის […]
იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მანქანა მოიპარა და ავარიაში მოყვა | მედია

იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ 40 წლის ქართველმა მანქანა ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა. შემთხვევა 11 იანვარს მოხდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი მოპარულ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და პოლიციამ სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო. მანქანა მის კანონიერ […]
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად განაგრძობს. იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
კაისერის ზოოპარკმა 2023 წელს თითქმის ნახევარი მილიონი ვიზიტორი მიიღო

თურქეთში, ქალაქ კაისერის ზოოპარკმა, რომელიც ცენტრალური თურქეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია, გასულ წელს 450 000-ზე მეტი ვიზიტორი მიიღო. ზოოპარკი, რომელშიც ამჟამად 153 სახეობის 1600-მდე ცხოველია განთავსებული, 2013 წელს აშენდა. ეს არის პირველი ადგილი, რომლის მონახულება სურთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს ქალაქში ჩასვლისთანავე. ცენტრალური თურქეთის უდიდესი ზოოპარკი მოიცავს 18 ჰა-ს. ზოოპარკში წარმოდგენილია ცხოველთა სახეობების სამი […]
“ირანს კონფიდენციალური შეტყობინება გადავეცით” – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თეთრ სახლს “ჰუსიტების” თაობაზე ირანთან კონფიდენციალური კომუნიკაცია ჰქონდა. “[შეტყობინება] კონფიდენციალურად გადავეცით და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულები”, – როგორც BBC იუწყება, უთხრა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს. პრეზიდენტმა ეს განცხადება 12-13 იანვარს იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე იერიშების მიტანის შემდეგ გააკეთა. 12 იანვარს გამთენიისას აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ მასშტაბური […]
რუსული საფრთხისგან თავდასაცავად, შვედეთმა წყალქვეშა ნავების მშენებლობა დაიწყო

რუსეთის მხრიდან შესაძლო საზღვაო ოპერაციებისგან თავდასაცავად შვედეთმა ორი წყალქვეშა ნავის მშენებლობა დაიწყო. A26 ტიპის 66 მეტრიანი წყალქვეშა ნავები სახელწოდებით – Blekinge და Skåne, 2027 და 2028 წლებში გაეშვება ექსპლუატაციაში და ოთხ არსებულ წყალქვეშა ნავთან ერთად, საბრძოლო მოვალეობას შეასრულებენ ბალტიის ზღვაში. ეს იქნება შვედეთის მიერ აშენებული პირველი წყალქვეშა ნავები 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ. სამშენებლო სამუშაოებს […]