შოთას გუნდი ფერნანდუ სანტუშის “ბეშიქთაშთან” დამარცხდა

თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „ბეშიქთაშთან“ 0:3 დამარცხდა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფერნანდუ სანტუში ჩაუდგა სათავეში. „ფატიჰ კარაგუმრუკი“ ამ მომენტისთვის 20 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 16 იანვარს თასზე მეორე ლიგის „კირკლარელისპორს“ უმასპინძლებს. ბეშიქთაში – ფატიჰ კარაგუმრუკი 3:0 გოლები: 1:0 კილიჩსოი (62), 2:0 რაშიცა (65), 3:0 […]

ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გამართულ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე, ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. გასული წლის ევროპის ჩემპიონმა, თავისუფალ პროგრამაში 137.56 ქულა მოიპოვა ჯამში კი 202.52 ქულა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მეტელკინა-ბერულავამ წყვილთა თანრიგში ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება.

სამთვიანი კვლევის შემდეგ, პერუში დაადგინეს, “უცხოპლანეტელთა” მუმიები ქაღალდით დამზადებულია

რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, პერუელმა კრიმინალისტმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ორი თოჯინის მსგავსი ფიგურა და სამთითიანი ხელის ფორმის ნივთი, რომლებიც საბაჟო სამსახურმა გასული წლის ოქტომბერში საზღვარზე ამოიღო, უცხოპლანეტელებს არ ეკუთვნით. ოქტომბერში ჩამორთმეული ფიგურები მექსიკისკენ მიჰქონდათ. პერუელმა კრიმინალისტიკის ექსპერტებმა თქვეს, რომ ობიექტები დამზადებულია ქაღალდით, წებოთი, ლითონით, ადამიანისა და ცხოველების ძვლებით. ექსპერტ-კრიმინალისტების თქმით, აღმოჩენა უარყოფს ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებას, რომ […]

საყვედური სტალინის მუზეუმის დახურვის ინციატივისთვის | პოლონეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამხილა

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა ჩემთვის ადგილის მიჩენა”- პოლონეთის ელჩმა ქვეყნის დიპლომატიური უწყება ამხილა. მიზეზი კი მარიუშ მაშკევიჩის ინიციატივა გახდა, რომელიც გორში, იოსებ სტალინის მუზეუმის დახურვას გულისხმობს. ირკვევა რომ პოლონეთის ელჩმა 2022 წელს გაკეთებული ამ განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არაოფიციალური შენიშვნა და გაფრთხილება მიიღო, თუმცა მეტი დეტალის გახმაურებისგან სოვა ნიუსთან ინტერვიუში დიპლომატმა თავი შეიკავა. […]

ოლიგარქიული ტრიუკები | ივანიშვილის წასვლა-მოსვლების 11 წლიანი საგა

სამჯერ მოსვლისა და ორჯერ წასვლის ისტორია 11 წლის განმავლობაში. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება მაშინ როდესაც მას უჭირს, მაგრამ ეს მობრუნებები ხდება მხოლოდ პარტიულ თანამდებობაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. ბოლო დაბრუნების ოფიციალურ მიზეზად ოპოზიციის სისუსტე დაასახელა; თუმცა საარჩევნო წელს პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლით ყველა აქტორისთვის ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის შესაძლო სანქციებისგან თავის გადარჩენა […]

“რუსთავი 2” მაყურებელს ახალ ქართულ იუმორისტულ სერიალს სთავაზობს – “მიხო და მარო” დღეიდან იწყება

“რუსთავი 2”-ზე ახალი ქართული იუმორისტული სერიალი – “მიხო და მარო” იწყება. 13 იანვრიდან, ყოველ შაბათს და კვირას, საღამოს 10 საათზე, მაყურებელი თვალს ადევნებს თითილოკაშვილების ოჯახის ცხოვრებას. მთავარ პერსონაჟებს პაატა გულიაშვილის შოუდან მაყურებელი უკვე იცნობს, მაგრამ იზრდება მასშტაბი, ფართოვდება გეოგრაფიული არეალიც. კახელი წყვილი სხვა კუთხის წარმომადგენლებს უმასპინძლებს და ევროპაშიც იმოგზაურებს. ახალ სატელევიზიო სეზონზე მაყურებელი “მიხოს და […]

სეზონური ვირუსების გაზრდილი შემთხვევები და მომატებული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში – რომელი ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

გრიპის აღმავალი პერიოდი, სეზონური ვირუსების გაზრდილი შემთხვევები და მომატებული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში – განსაკუთრებული დატვირთვა პედიატრიულ განყოფილებებზე მოდის. თვეზე მეტია გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ქვეყანაში ახლა ძირითადად “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ექიმების განმარტებით, ზამთრის პერიოდში შემთხვევების მატება მოსალოდნელია, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. თავის და სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ის სიმპტომებია, რაც სეზონურ გრიპს ახასიათებს. ვირუსი მწვავე […]

საქართველოს სარაგბო კლუბი “შავი ლომი” “კასტრთან” დამარცხდა

საქართველოს სარაგბო კლუბი “შავი ლომი“, “კასტრთან” დამარცხდა 2024 წლის პირველი შეხვედრა და საქართველოს სარაგბო კლუბი “შავი ლომი“ “კასტრის” წინააღმდეგ. დაპირისპირების საბოლოო შედეგი არის 6:28, რაც იმას ნიშნავს რომ შავი ლომი დამარცხდა. ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ საქართველოდან საფრანგეთში 500-მდე გულშემატკივარი ჩავიდა. ავტორი: გიორგი ქორქია.

ცხოვრება სახელმწიფოს ხარჯზე | საკონსტიტუციოს მილიონერ მოსამართლეს ბინის ქირას ბიუჯეტიდან უხდიან

სასამართლო კლანის პრივილეგირებული და გავლენიანი მოსამართლეების ცხოვრება სახელმწიფოს ხარჯზე. მოსამართლე ვასილ როინიშვილს, რომელსაც ბათუმში საკუთარი ბინა აქვს, გადასახადის გადამხდელები ბიუჯეტიდან ბინის ქირისთვის თანხას მაინც უხდიან. არასამთავრობოებისთვის – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან გამიზნული თაღლითობაა. მოსამართლე ვასილ როინიშვილი მდიდარია. მეტიც მის 2023 წლის დეკლარაციას თუ გავყვებით – ის მილიონერიცაა. ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების გარდა, […]

“შაბათის მთავარის” ექსკლუზივი | ალბანეთის მოქალაქის მკვლელობა თბილისის ერთ-ერთი რესტორანში და ბრალდებულისთვის შემცირებული სასჯელი

რატომ გადაუკვალიფიცირეს 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს უმძიმესი ბრალი – უვადო პატიმრობის ნაცვლად, გიორგი კანდელაკის სასჯელი 12 წლიან პატიმრობამდე ჩამოვიდა. ოჯახს მოსამართლე გიორგი არევაძესთან კითხვები აქვს და დარწმუნებულები არიან რომ მკვლელს გავლენიანი მფარველები ჰყავს. “შაბათის მთავარის” ექსკლუზიური კადრები – მკვლელობა თბილისის ერთ-ერთი რესტორანში 2 წლის წინ, 2022 წლის 10 აგვისტოს მოხდა. სუფრაზე დაწყებული კამათი ხელჩართულ […]