„მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2025“ – Resonance Consultancy–ს რეიტინგი

Resonance Consultancy-მა წარმოადგინა ცხოვრების, მუშაობის, დასვენებისა და ინვესტირების საუკეთესო ადგილების ახალი რეიტინგი – „მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2025“. ჩამონათვალში მსოფლიოს 100 ქალაქია. Resonance Consultancy–ს რეიტინგები არის ყოვლისმომცველი კვლევები ცხოვრების ხარისხის შესახებ სხვადასხვა ქალაქში. საექსპერტო ანალიზი მოიცავს სტატისტიკას და მიმოხილვებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისგან. წელს კითხვარები 30 ქვეყნიდან 20 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო. რეიტინგის პირველ ათეულშია: ლონდონი, […]
“შატო ვარციხე” ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად პროექტს იწყებს

“შატო ვარციხე“ ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად პროექტს „იმერელი ფერმერი“ იწყებს. ამის შესახებ “მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა, დავით ცერცვაძემ BMGTV-ს გადაცემაში #რედაქტ2 ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სულ ერთი კვირაა რაც გამოქვეყნდა, თუმცა ინტერესი უკვე არის და შედეგების მოლოდინში არიან. „ჩვენ სულ ერთი კვირაა სოციალურ ქსელში მეზობელ ფერმერებს ვუთხარით, რომ ხელს შევუწყობთ მათ, ვინც ნატურალურ […]
ამერიკულმა თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები

სირიელი მეამბოხეების მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს ექსტრემისტული დაჯგუფების, ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 8 დეკემბერს სირიის ცენტრალურ ნაწილში დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ 75-ზე მეტი ობიექტი. სარდლობის განცხადებით, წერტილოვანი დარტყმების მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში შექმნილი არასტაბილური […]
ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა „რამშტაინის“ შეხვედრის დაგეგმვაზე ისაუბრეს

აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებასა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრეს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მდივანმა ოსტინმა აცნობა მინისტრ უმეროვს აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ დახმარების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიასთან საბრძოლველად სჭირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. პენტაგონის ინფორმაციით, მხარეებმა […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე […]
რუსებმა უკრაინას დრონებით ორჯერ შეუტიეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის უპილიტო საფრენი აპარატები ჯერ ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში აღმოაჩინეს, რამდენიმე წუთში კი დრონები დაფიქსირდა ჩერნიგოვის აღმოსავლეთით, რომლებიც სამხრეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ. დაზიანებების, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე, „ხარებას“ ფიტული დაწვეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე, ხარებას ფიტული მიიტანეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ეს აქციაზე ფიტულის დაწვის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ დღეებში მომიტინგეებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს. მომიტინგეები პერიოდულად პარლამენტის წინა მხარეს დამაგრებულ ჯებირებზე აბრახუნებენ და ხმაურით გამოხატავენ პროტესტს.
ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორანი Cheeseboat-ი სულგუნის წარმოებას გეგმავს

ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორანი Cheeseboat-ი აშშ-ში სულგუნის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა, ქეთი გოჩაშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის სუპერმარკეტებში ნამდვილი ქართული სულგუნის პოვნა რთულია, რამაც მას Cheeseboat-ის ბრენდის ქვეშ მისი წარმოების დაგეგმვისკენ უბიძგა. “ქართული ყველის წარმოება გვინდა ადგილზე. ამერიკაში სულგუნი ალბათ სადმე შეგხვდებათ, თუმცა იმ უბნებში, სადაც ჩვენი რესტორნებია და სადაც […]
რუსი დიპლომატი ასადზე: რუსეთი მეგობრებს არ ღალატობს

სირიიდან გაქცეული ბაშარ ასადის და მისი ოჯახის მოსკოვში ყოფნა დაადასტურა რუსმა დიპლომატმა მიხაილ ულიანოვმა, რომელიც რუსეთის მუდმივი წარმომადგენელია ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში(გაეროს სააგენტოები და სამმართველოები). ულიანოვი რუსეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ასადი მოსკოვშია. რუსმა დიპლომატმა დღეს, 9 დეკემბერს ტელეგრამზე დაწერა, რომ ბაშარ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან. ულიანოვის თანახმად, „რუსეთი მეგობრებს […]
მიხაილ ულიანოვი – ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია – რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს

რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა. “ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში”, – აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. […]