რუსებმა უკრაინას დრონებით ორჯერ შეუტიეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის უპილიტო საფრენი აპარატები ჯერ ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში აღმოაჩინეს, რამდენიმე წუთში კი დრონები დაფიქსირდა ჩერნიგოვის აღმოსავლეთით, რომლებიც სამხრეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ.
დაზიანებების, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას