ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებული მხარდამჭერების შეწყალებას გეგმავს. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება. ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად, პირველივე დღეს იმოქმედებს, რადგან მისი გასამართლებული მხარდამჭერები „ჯოჯოხეთში ცხოვრობენ”. […]
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ლექცია თემაზე – „რამდენია ბევრი?‘‘ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი ნადარეიშვილმა წაიკითხა. „ლექციის განმავლობაში გიორგი ნადარეიშვილი, მოსწავლეებთან ერთად, შეეცადა რაოდენობის უმარტივესი ინტუიციური ცნება […]
ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

“ქართული ოცნების” დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტის არჩეული წევრები დეპუტატისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დაინიშნნენ […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო […]
„მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული“ – Crystal Hotel & SPA

რადიკალურად არაფერი შეცვლილა, თუმცა ჯავშნების მცირე ნაწილი, უფრო მეტად ევროპული ქვეყნებიდან გაუქმდა, – ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯავშნები აზიური ქვეყნებიდან არის და ასევე, ახალი წლის პერიოდში ყოველთვის სომხეთი და აზერბაიჯანი ჭარბობს. “მოთხოვნამ იკლო. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ დაახლოებით, 10%-ით არის […]
გიორგი ქობულიას შეფასებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებამ შესაძლოა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 3%-მდე შემცირება გამოიწვიოს

დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება და ევროკავშირთა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გადადების განცხადება ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ვითარება არ გამოსწორდება ზრდის მაჩვენებელი შეიძლება 3%-მდე დაეცეს. მთავრობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ურთიერთობების გამოსასწორებლად უახლოესი თვეები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიური […]
ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – ქართველი “ფინიქს სანსთან” შეხვედრის MVP გახდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ფინიქს სანსი” 115:110 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი მასპინძელთა ცენტრი გოგა ბითაძე გახდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30:38 წუთი გაატარა რა დროშიც 21 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა. არიზონელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი კევინ დურანტი ვერ დაეხმარა. მის არყოფნაში “ფინიქსს” დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 38:16 […]
აქციებზე ნაცემ პირთა ფოტოებს დასუფთავების სამსახური ნაძვის ხის კონსტრუქციიდან ხსნის

პარლამენტთან, აქციებზე ნაცემ პირთა ფოტოებს დასუფთავების სამსახური ნაძვის ხის კონსტრუქციიდან ხსნის და ნაგავში ყრის. ამ დროისთვის, აქცია რუსთაველის გამზირზე, დასრულებულია. მერიის თანამშრომლებმა ნაძვის ხის აწყობა გნაახლეს.
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

9 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.7753 ლარი. კურსის ცვლილება +5.21 თეთრი. 1 ევრო – 2.9365 ლარი. კურსის ცვლილება +4.02 თეთრი; 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი. კურსის ცვლილება +5.47 თეთრი; 1 თურქული ლირა – 0.0798 ლარი. ცვლილება +0.14 თეთრი; 100 რუსული რუბლი – 2.7835 […]
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება. NBC-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა : „დიახ, აბსოლუტურად“. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებში დაბადებული […]