ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა „რამშტაინის“ შეხვედრის დაგეგმვაზე ისაუბრეს

-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებასა და -ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრეს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მდივანმა ოსტინმა აცნობა მინისტრ უმეროვს აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ დახმარების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიასთან საბრძოლველად სჭირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პენტაგონის ინფორმაციით, მხარეებმა მათ ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის დაგეგმვა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უწყვეტი ძლიერი მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატში დეკემბერშია დაგეგმილი და ის, შესაძლოა, ლიდერების დონეზე ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა