პაველ ჰერჩინსკი – ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან აშკარად შეუთავსებელია

უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იცავს. […]

ირაკლი ზარქუა – პატრონების დაკვეთით უსამშობლოების ინტერესებშია, რომ აქ რამენაირად გავარდეს ტყვია, რომ ამას მოჰყვეს ე.წ. ნაცმაიდანი და გადატრიალება – ვერ ეღირსებით! არ აგარევინებთ!

მცდელობა, გეგმა უკავშირდება იმას, რომ აქ „ნაცმაიდანი“ მოაწყონ, რაც არ გამოსდით და არც გამოუვათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ოპოზიციის წევრებს „უსამშობლოები“ უწოდა, რომელთა მიზანი, ირაკლი ზარქუას აზრით, ქვეყნის არევაა. „რატომ ვეძახით მათ „უსამშობლოებს“? დაეწყვნენ ეს ე.წ პოლიტიკოსები, ბოკუჩავები, ვაშაძეები, „გირჩი“ ჩახდილი ჯაფარიძე და ეს უსამშობლოები, ევროკავშირს მიმართეს, ჩვენს […]

სახალხო დამცველი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. „შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა […]

TOP-10 კომპანია, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული. BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია – რომელ კომპანიებში განხორციელდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს ინვესტორთა პირველ ათეულში […]

აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს, 9 დეკემბერს, წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მისი ადვოკატის ვარაუდით, სასამართლოს სხდომა დღეს ან ხვალ გაიმართება. ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავებისთანავე იგრძნო, როგორ ჩაუდეს მარცხენა ჯიბეში “რაღაც სახის ნივთიერება”. დაკავებიდან მალევე, პროტესტის ნიშნად ახობაძემ […]

ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს პუტინმაც, მან ეს ომი უკვე წააგო, რადგან დაკარგა 700 000 ადამიანი და ეს დანაკარგები მხოლოდ გაიზრდება, თუ ის მშვიდობაზე არ დათანხმდება – ტრამპი

ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს პუტინმაც, მან ეს ომი უკვე წააგო, რადგან დაკარგა 700 000 ადამიანი და ეს დანაკარგები მხოლოდ გაიზრდება, თუ ის მშვიდობაზე არ დათანხმდება – ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს პუტინმაც. დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში […]

სახალხო დამცველის განცხადებები აცდენილია რეალობას იმ მხრივ, რომ აქციებს მშვიდობიანად მოიხსენიებს – შალვა პაპუაშვილი

სახალხო დამცველის განცხადებები აცდენილია რეალობას იმ მხრივ, რომ აქციებს მშვიდობიანად მოიხსენიებს – შალვა პაპუაშვილი სამწუხაროდ, სახალხო დამცველის განცხადებები აცდენილია რეალობას იმ მხრივ, რომ აქციებს მშვიდობიანად მოიხსენიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, გულწრფელი მოძალადეები არ არსებობენ. „მაშხალას ესროდნენ ოპერატორს, პოლიციელს და პოლიციელზე თავდასხმა არის უფრო მძიმე დანაშაული, განსაკუთრებულად […]

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან, რომელიც ამავე დროს არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენი. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. „საუბარი შეეხო საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ქვეყნის წინაშე […]

რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს ცნობით, თაღლითური ქოლ-ცენტრები დახურეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა თაღლითური სატელეფონო ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელი დახურა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დააზარალა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონო საქმიანობა, რომელიც მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და Milton […]

ესტონეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე თავად მიხალი ავრცელებს. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალსა და უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდება. „უკრაინის მხარდაჭერა, მის გამარჯვებამდე, ესტონეთის პრიორიტეტად დარჩება, დათმობებზე არ წავალთ. უკრაინის გამარჯვება ევროპის, აშშ-სა და მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვებაა“, […]