აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მკაცრი გრაფიკი ამოქმედდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეიდან, 9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი. “რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21.00-დან 7.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში. 07:00 საათიდან […]
“ყველაფერი დაიწყო 02:34 საათზე, როცა მითხრეს, რომ ქუჯი რობოკოპებმა შეათრიეს” – დედის წერილი

ქეთო პაპუნაშვილი: ყველაფერი დაიწყო ხუთშაბათს, გამთენიის 02:34 წუთზე, როცა ჩემი შვილის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ვერაფერი უშველა ქუჯის და რობოკოპებმა შეათრიეს და დაიჭირეს. უფრო სწორად ეს ამ ბიჭმა ვერ მითხრა, და მეორე მეგობარმა, გოგონამ მომაძახა ტელეფონში ქუჯი დაიჭირესო. ეს მოხდა ძალიან, ძალიან სწრაფად, მაგრამ დაჭერილი რომ იყო გამიხარდა, უარესს გადავრჩი. ელვის სისწრაფით მუშაობს ტვინი, […]
NYT: ისრაელის სახმელეთო ჯარები სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელის სახმელეთო ძალებმა 1973 წლის შემდეგ პირველად გადაკვეთეს გაეროს მიერ კონტროლირებული დემილიტარიზებული ბუფერული ზონა და სირიის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს ისრაელის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. წყაროთა თანახმად, ისრაელის არმიის სახმელეთო ძალებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ჰერმონის მთის მასივის მწვერვალი, რომელიც სირიის მხარეს მდებარეობს და კიდევ რამდენიმე […]
ვატო სურგულაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებს და მოსახლეობას, რა ნივთიერებას შეიცავს ის საშუალებები, რომელსაც ხელისუფლება აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამედიცინო დაწესებულებას და მოსახლეობას, თუ რა ნივთიერებას შეიცავს ის საშუალებები, რომელსაც ხელისუფლება აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ აქციების დარბევის დროს მოწამლული მოქალაქეების მკურნალობა ადეკვატური იყოს და მოქალაქეებს მომავალში რაიმე არ გაურთულდეთ. „თითქმის ორი კვირაა საქართველოში საპროტესტო აქციები […]
ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას – PSP ჯგუფი

PSP ჯგუფი გმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძალადობას. ამის შესახებ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას. “PSP ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 8000 ადამიანზე მეტი, სრულად წარმოადგენს სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიას. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა […]
საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდზე: ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ” და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას

„გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული”, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით 11 დეკემბერს დაგეგმილ საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდს ეხმიანება. დავით ქართველიშვილი მოუწოდებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს – არ გამოეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული […]
“რა უფლებით მუსრავ ადამიანის ძვლებს? რატომ უტეხავ ახალგაზრდებს სახის ძლებს?” – დეკანოზი სპეცრაზმს

მოქალაქეების დარბევას და ძალადობას გმობს დეკანოზი მიქაელ გალდავაც. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოძღვარმა საკვირაო ქადაგებაზე ის პოლიციელები და სპეცრაზმელები გააკრიტიკა, რომლებიც დაკავებულებს ძვლებს უმტვრევენ. სასულიერო პირმა მათ ამბიობიდან ჰკითხა, რატომ დასდევენ მოქალაეეებს მეტროში, რატომ ეშინიათ ასე ქალების და აქციის სხვა მონაწილეების. ის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ახლა გასანეიტრალებლად არის მოცემული და რომელსაც ევალება სამართლის დაცვა და […]
გმადლობთ, გვერდში დგომისთვის, რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში – ზურაბიშვილი ანჯეი დუდას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და ანჯეი დუდას და პოლონელ ერს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის. ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ “ქართველები პოლონეთის მხარდაჭერით გაიმარჯვებენ და ევროპული მომავალი კვლავ გააერთიანებს ორ ქვეყანას.“ მადლობა პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პოლონელ ერს საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი, რეპრესიებისა და […]
PSP: ვგმობთ თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას

კომპანია “პსპ” პროევროპული აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უნდა დაუბრუნდეს. “PSP ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 8000 ადამიანზე მეტი, სრულად წარმოადგენს სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიას. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და მათი ვალდებულებაა სამედიცინო მომსახურების უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა […]
სახალხო დამცველი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. „შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა […]